LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

ანა ბუჩუკურის ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში, გიორგი გახარიას ტანსაცმელი ამოიღეს

მისივე ცნობით, გახარია ბათუმში მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში გამოიკითხება.

ირაკლი ზარქუამ და ვიქტორ სანიკიძემ აბუ-დაბიში პოლიციის შენობა დატოვეს და ამ დროისთვის სასტუმროში იმყოფებიან

„ფორტუნას“ ინფორმაციით, უმრავლესობის წევრები ამ დროისთვის სასტუმროში იმყოფებიან.

აბუ-დაბიში ნაცემი ლაშა გაბიტაშვილი პოლიციიდან გამოუშვეს, მომდევნო სასამართლო სხდომა მომავალ კვირაში გაიმართება – რადიო „თავისუფლება“

გაბიტაშვილი სასამართლო სხდომამდე გამოუშვეს, რომელიც მომდევნო კვირაში გაიმართება. მანამდე მას არაბთა გაერთიანებული საამიროების დატოვება ეკრძალება.

„გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ წინადადება შევიდა“ – გაერთიანებული სამეფოს პარლამენტი

წინადადება თემთა პალატას 13 იანვარს წარედგინა. ამ დროისთვის მას პალატის 13 წევრი აწერს ხელს.

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია გიორგი გახარიას სახლში ეწვია

პარტიის გავრცელებული ინფორმაციაშიის თანახმად, შეხვედრისას საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენაზე ისაუბრეს.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ თავდასხმაში არაერთი თანამდებობის პირი მონაწილეობდა“ – რას ამბობს ყოფილი პრემიერის თანაპარტიელი გახარიაზე ძალადობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

მისივე თქმით, გახარიაზე თავდასხმაში თანამდებობის პირებიც მონაწილეობდნენ.
ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველი: „100 ათასი ადამიანი, რომელსაც ჩამოართვეს პირადობის მოწმობა, დღემდე ამ ადამიანებიდან ჩემთან არცერთი არ მოსულა. 300 ათასი ხმის გაყალბებას რა ინფრასტრუქტურა სჭირდება და ეს რასთან არის დაკავშირებული ჩემთვის ძალიან ცხადია და ამიტომ ბოდიშით და ასეთ რაღაც ჰაერიდან მოტანილ სისულელეებს არ ვიჯერებ“

„ყველა პარტიას და თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას ჩვენ პირადად დავუკავშირდით და ვთხოვეთ მოეწოდებინათ ინფორმაცია. არავინ არ მომაწოდა ინფორმაცია“ - თქვა ლევან იოსელიანმა.

სალომე სამადაშვილი: „მე უახლოეს თვეებში, უახლოეს კვირებში ველოდები სანქციების რეჟიმის გლობალურად დამძიმებას რეჟიმის წინააღმდეგ… ივანიშვილის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების დაწესება მოხდება უკვე ევროპაშიც, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში“

ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე: „48 საათია, არც ერთი ჩანს, ხომ გასაგებია, რომ დაკავებულები არიან“

„შეეჩვივნენ, რომ ეგეთი ქცევა არის ნორმალური და გადაწყვიტეს, რომ აბუ-დაბუშიც იგივე გაკეთებინათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეგეთ რაღაცებს აბუ-დაბიში არ ჰპატიობენ“ - ამბობს ჯაფარიძე.

მეთიუ მილერი: „ჩვენ კვლავ სერიოზულად ვართ შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო, ამიტომ დავაწესეთ ახალი სანქციები, შევაჩერეთ დახმარება და სტრატეგიული ურთიერთობები“

„ჩვენ კვლავ სერიოზულად ვართ შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო, როგორებიცაა საკუთარი მოსახლეობაზე ზეწოლა და იმ დემოკრატიული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევა, რომელზეც ისინი იყვნენ. „ჩვენ კვლავ სერიოზულად ვართ შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო, როგორებიცაა საკუთარი მოსახლეობაზე ზეწოლა და იმ დემოკრატიული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევა, რომელზეც ისინი იყვნენ.“

„ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო იყო, ჩვენ არ ვცნობთ მთავრობას და არ ვცნობთ პრეზიდენტს – სალომე ზურაბიშვილი კვლავაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტია“ – ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის 18 დეკემბერს საქართველოში დემოკრატიული წინააღმდეგობის სახე გახდა.

ზურაბ ჯაფარიძე: მოლოდინი მაქვს, რომ ძალადობა მოიმატებს, არა მარტო პოლიტიკოსების მიმართ, არამედ აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ

„ჩვეულებრივი ტერორის ატმოსფეროა, „ქართულ ოცნებას“ დარჩა მხოლოდ კუნთები და დგას ფიზიკურ ძალაზე“

„მკაფიოდ ვამბობ: კომპრომისი უნდა მოიძებნოს და პირადად მე ვთვლი, რომ ეს კომპრომისი ახალი არჩევნებია! ტრაგიკული რეალობაა, რომ ქვეყანა ფაქტობრივად საერთაშორისო იზოლაციაშია, ნუთუ, ამას ვერ ვხედავთ?!“ – ირმა ინაშვილი

„ვფიქრობ, ლიბერალ ბაიდენსაც და კონსერვატორ ტრამპსაც უკვე აჩვენეს ექსპრემიერ გიორგი გახარიას კადრები ბათუმის „შერატონში“. როგორ ფიქრობთ, რა განწყობას შეუქმნის ეს მსოფლიო ლიდერებს?“

„სრულებით არ გამოვრიცხავ, რომ მთელი ეს ყალბი საგამოძიებო პროცესი გიორგი გახარიას წინააღმდეგ შებრუნდეს“ – ხატია დეკანოიძე

„სრულებით არ გამოვრიცხავ, რომ მთელი ეს ყალბი საგამოძიებო პროცესი გიორგი გახარიას წინააღმდეგ შებრუნდეს“ - ხატია დეკანოიძე
ირაკლი კობახიძე

„კადრებში ჩანს, როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას პოლიციელს კონკრეტული ე.წ. ჟურნალისტი – ყველამ უნდა შეიგნოს, რომ პოლიციელი არის ხელშეუხებელი“ – ირაკლი კობახიძე

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა “ბათუმელების“ დირექტორ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით.