LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

„როცა გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ „ნაცი“ და „ჯაშუში“, თმენით უნდა შეხვდე, ვერ მოითმინა გახარიამ და მიიღო პასუხი – მან წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც უპასუხოდ არ დარჩა, ეს არის სამწუხარო მოვლენა, მაგრამ ბუნებრივი“ – ირაკლი კობახიძე

კობახიძის განცხადებით, „გიორგი გახარიამ წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც უპასუხოდ არ დარჩა“.

„კომპანიების გაფიცვა პოლიტიკური კეკლუცია, თუ სისტემა და ქვეყანა არ გაწყობს, საერთოდ დაიხურე ქუდი და წადი! სამი საათით გაფიცვა რას ნიშნავს? სამი საათით შესვენების გამოცხადება გაფიცვა არ არის“ – მაჭარაშვილი საპროტესტო გამაფრთხილებელ გაფიცვაზე

„იფიცება საქართველო!” - დამსაქმებლები და დასაქმებულები 15 იანვარს, 15:00 საათზე, საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვა დაიწყო.

„სრული ჩანაწერი დაიდოს! ისე, ქოცების მოჭრილი კადრები რა მშვენიერი იყო“ – ნათია მეზვრიშვილი TV „იმედის“ მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი TV „იმედის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, სადაც გიორგი გახარიასა და „ქართული ოცნების“ წევრის, დიმიტრი სამხარაძის დაპირისპირებაა ასახული, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
პროკურატურა

„მოწმეთა უმეტესობამ გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი მტკიცებულება“ – პროკურატურა არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე შუალედურ ინფორმაციას ავრცელებს

„ამ ეტაპზე, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია ოთხასამდე ფიზიკური პირი და მოწმეთა გამოკითხვის პროცესი ამჟამადაც გრძელდება.“

სალომე ზურაბიშვილი: „ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს!“

„მინდა ვუთხრა ბატონ ივანიშვილს, რომ ის მცდელობა, რომელიც აშკარად არის, პროვოცირება რაღაც კიდევ უფრო მძაფრი დაპირისპირების“

„ის ილუზია, რომ 20 იანვრის მერე ტრამპის ადმინისტრაცია რაიმე ფორმით „ქართული ოცნების“ ე.წ „გაპრავებას“ დაიწყებს, არის გამორიცხული!“ – „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ

კოალიციის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ ჯო უილსონს 4 გამარჯვებული პროევროპული ოპოზიციური გაერთიანების ერთობლივი დოკუმენტი გადასცა და ქართველი ხალხის მოთხოვნები გააჟღერა.
ბერდია სიჭინავა გახარიაზე

ბერდია სიჭინავა: „თავდასხმისას გიორგი გახარია იმყოფებოდა მარტო, რა დროსაც მას ლაჩრულად, როგორც ეს მათი ცხოვრების წესია, თავს დაესხა 10-მდე პირი“

„ჩვენი ბრძოლა ამ მოძალადე რეჟიმის დასამარცხებლად გრძელდება გამარჯვებამდე.“

„ყოველ დღე, ყოველი მსგავსი მოვლენის შემდეგ დუმილის ფასი მონის უღლის დამძიმებაა. უკვე აღარც მებრალებით იმდენად სამარცხვინოები ხართ“ – თინა ხიდაშელი ზვიად ქორიძესა და გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმაურება

ხიდაშელის თქმით, „ზვიად ქორიძეზე და გახარიაზე თვითმარქვია დეპუტატების თავდასხმა საჯარო სივრცეში კიდევ უფრო სხვა დონეა“.

„ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის! ეს არის კონფლიქტი, რომელიც სასტუმროში მოხდა! ძალადობა მიუღებელია და ძალადობა შობს ძალადობას!“ – ლადო ბოჟაძე გიორგი გახარიაზე თავდასხმაზე

უმრავლესობის წევრი ბათუმში, სასტუმრო „შერატონში”, გიორგი გახარიაზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა.
ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი: „მე რომ ქუჩაში შემაგინა ტიპმა და პასუხად შემოვცხე საქმე აღმიძრეს პოლიტიკური დევნის მუხლით – გახარიას რამდენიმე ტიპი წიხლებით სცემდა და საქმე აღძრეს ცემის მუხლით და არა პოლიტიკური დევნის. ე. ი ალი ბაბაევი პოლიტიკოსია და გიორგი გახარია არა ხო?“

ალეკო ელისაშვილი გიორგი გახარიაზე თავდასხმას სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმაურება და პარალელს მისი დაკავების საქმეთან ავლებს.

მიხაილ როთი: „გიორგი გახარიაზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმით ღრმად შეშფოთებული ვარ – დანაშაულის სწრაფად გამოძიებასა და დამნაშავის შესაბამისად დასჯას მოვითხოვ“

ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი საგამოძიებო სამსახურებს მოუწოდებს, გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება მოახდინონ და ყველა საგამოძიებო მოქმედება სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ

„სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტებზე მყისიერ რეაგირებას, რათა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმა არ გახდეს წახალისებული“.
გიგი უგულავა გახარიაზე

გიგი უგულავა: „სოლიდარობა გიორგი გახარიას – დღეს აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ რას აკეთებდა ადრე, ცოდვები ჩვენც ბევრი გვაქვს და მას მხოლოდ ბრძოლით თუ გამოვასწორებთ“

„მხოლოდ ადამიანური თანადგომით გადავრჩებით და გავიმარჯვებთ“

ხუხაშვილი: „ივანიშვილი ქმნის მაფიოზური ტიპის სტერილურ, კვაზი-სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს, რომელშიც სამართალდამცავი, მართლმსაჯულების სისტემები ნიღბიან „მაფიის ჯარისკაცებად“ არიან ქცეული“

„ბიძინას კარგად სტრუქტურირებული, რუსული ტიპის ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება უნდოდა, იმპერიაში შემდგომი ინტეგრაციის გამარტივების მიზნით - მხდალი ტურების ხროვასავით დათარეშობენ საკბილოს ძებნაში 10:1-ზე“