მდინარაძის განცხადებით, დასაფასებელია ობიექტური განცხადებები ეუთო/ოდირის მხრიდან, რომელიც მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ არჩევნების მთავარ დამკვირვებლად არის აღიარებული. ოპოზიციის კრიტიკის მიზეზი კი, მისივე თქმით ისაა, რომ ეუთო/ოდირმა არჩევნებთან დაკავშირებით ტყუილი არ თქვა.
მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობს, უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე საუბარი მაინც დაიწყოს, ვინაიდან ამ მხრივ შედეგს ვერ აღწევს, მათ პატრონებმა მინიმალური საჩუქარი გადმოუგდეს სანქციების სახით, რაც ზელენსკის გააკეთებინეს.
„არათუ ბოლო დღეების, არამედ ბოლო წლების და ბოლო თვეების განმავლობაში ვისმენთ ჩვენი რადიკალური ოპოზიციის განწირულ მოთხოვნას, რომ რომელიმე უცხოელმა აქტორმა დაასანქციროს“ - აცხადებს ბითაძე.
ადვოკატის განცხადებით, მხოლოდ საუბრების დონეზე აქვთ ინფორმაცია, რომ გვარამია პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით არის დაკავებული, თუმცა ოფიციალური დოკუმენტი არ ჩაჰბარებიათ.
„რა უნდა გაგვიკვირდეს იმ ხელისუფლებისგან და იმ ადმინისტრაციისგან, რომელმაც საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ომის დაწყების შემდეგ, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ არ გავუშვით სახელმწიფოს სახელით მოხალისე მეომრები და ა.შ.“
„კარგია, რომ საზოგადოება გაიცნობს იმ პოლიციელებს, ვინც თავისი ჯანმრთელობის და ოჯახის ბულინგის ფასად იცავს საქართველოს სუვერენიტეტს და მშვიდობას“ - წერს გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება რჩება „უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში იმიტომ, რომ ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი მეგობარი ქვეყანა და უკრაინელი ხალხი“.
პრემიერ-მინისტრის თქმით, „რამდენიმე დღე დასჭირდა ძალადობის აღკვეთას, თუმცა, საბოლოო ჯამში, კულტურულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივედით კანონის აღსრულებამდე და ძალადობის საბოლოოდ აღკვეთამდე“.
„ლიბერალური ფაშიზმის უკანაც თავიდან ბოლომდე უცხოური დაფინანსება დგას. მთელი ამ წლების განმავლობაში ასეთი ტიპის დაფინანსება ემსახურებოდა საქართველოში რადიკალიზმის გაღვივებას“ - თქვა ირაკლი კობახიძემ.