LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე პირდაპირ ეთერში საჯარო დისკუსიის მსურველებს ხვალ მთავრობის ადმინისტრაციაში იწვევს

„უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ“ - აცხადებს კობახიძე.
კალაძე აქციაზე დაშავებულზე

კახა კალაძე აქციაზე დაშავებულ 22 წლის ახალგაზრდაზე – გასარკვევია რეალურად რა მოხდა, ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ რეზინის ტყვიის მოხვედრაზე, რაც სწორი არ აღმოჩნდა

„მინდა ყველა დაშავებულს ჯანმრთელობა ვუსურვო, მალე გამოჯანმრთელება“

კახა კალაძე: „აშკარად ხაბეიშვილი „ჩაუდეს“ ამერიკის საელჩოს, ხაბეიშვილი მართავს აშკარად აშშ-ის საელჩოს სოცმედიას“

კალაძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც აშშ-ის საელჩოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ „ქარდებს“ ეხებოდა.

თინა ხიდაშელი: „ფორმატი არის ერთი – ერთი-ერთზე ტელევიზიაში, ლოგიკური არჩევანია საზმაუ. სულ ეს არის. ან მოდის ან უბრალოდ მშიშარაა“

აღნიშნულით ხიდაშელი ირაკლი კობახიძეს ეხმაურება, რომელმაც მას, ასევე, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძესა და პარტია გირჩს დებატებისთვის, ჯამში, 11-12 კაცის მიყვანა შესთავაზა.
გიორგი გახარია

გიორგი გახარია – „გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ნიღბებს უკან განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ადამიანები არიან არაფორმალური დაჯგუფებების წევრები და არ განეკუთვნებიან შსს-ს – მოგიწოდებთ, მოხსენით ამ მოძალადეებს ნიღბები“

„არაპროვოცირებული ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე, ქალებზე ბოლო ხუთი ღამის განმავლობაში უკვე საშიშ ფორმას იძენს და განსაკუთრებული სისასტიკით გუშინდელი ღამე გამოირჩევა.“

„ნუ აბრალებთ სხვებს – „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან“ – აშშ-ის საელჩო

„ნუ აბრალებთ სხვებს“ - ამ შინაარსის ტექსტს შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში ავრცელებს და მიმართვას ავრცელებს.

„სამი სუბიექტია – ჯანელიძე, ხიდაშელი და „გირჩი“, მათ ვეტყოდი, რომ მთლიანობაში მოვიდნენ 11-12 კაცი, შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილსა და ფორმატს“ – პრემიერი საჯარო დისკუსიაზე

კობახიძის განმარტებით, მთლიანობაში მეორე მხარეს 11-12 ადამიანი უნდა წარმოადგენდეს.

ირაკლი კობახიძე: „სალომე ზურაბიშვილის ემოციური მდგომარეობა არამდგრადია, 4 პარასკევი აქვს ამ პოსტზე დარჩენილი და მისი განცხადებები გასაკვირი არაა – ყველამ დაინახა ვინ იყო ფხიზელი და ვინ არა“

„კი, პოლიციელები, მისი განცხადებით, იყვნენ ნარკოტიკული თრობის ქვეშ და მოძალადე მომიტინგეები იყვნენ სრულიად ფხიზლები“.

ირაკლი კობახიძე: „ბავშვები ჰყავდათ მიყვანილი ძალადობრივ აქციაზე და ასროლინებდნენ საგნებს პოლიციელების მისამართით – ერთ ბავშვს რომ რამე დამართოდა, ვინ იღებდა ამაზე პასუხისმგებლობას? ჩვეულებრივი ფაშიზმია ეს ყველაფერი“

კობახიძის განცხადებით, „ბავშვები ჰყავდათ მიყვანილი ძალადობრივ აქციაზე და ბავშვებს ასროლინებდნენ საგნებს პოლიციელების მისამართით“.

ირაკლი კობახიძე: „ოპოზიცია და მდიდარი NGO-ები კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან“

„ამ დღეების განმავლობაში  ოფისებში იმალებოდნენ მდიდარი ენჯეოების ლიდერები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ღონისძიებების, მათ შორის, ძალადობრივი ღონისძიებების მხარდაჭერაში“.

გურამ მაჭარაშვილი: „ყოველდღე ვაკვირდებით, შს სამინისტროს წარმომადგენლები საერთაშორისო სტანდარტზე კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს დებენ, როდესაც სიცოცხლის ფასად დაზიანებას ითმენენ“

მისივე თქმით, სამართალდამცავები ცდილობენ, აქციაზე რადიკალურად განწყობილი პირების წინააღმდეგ პრორციული ძალები გამოიყენონ.

ლევან ნიკოლეიშვილი: „სალომე ზურაბიშვილის მავნებლობის დონე ყოველგვარ ზღვარს გასცდა, ის ნამდვილი სახელმწიფო დამნაშავეა – სამართალდამცავებს, რომელთა ქმედებაზეცაა დამოკიდებული მართლწესრიგის შენარჩუნება ამჯერად ნარკოტიკების მოხმარებაში ადანაშაულებს“

მისივე თქმით, ვადის ამოწურვის შემდეგ არ უნდა გაძნელდეს სალომე ზურაბიშვილისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.

ნინო წილოსანი: „აქციის მოთხოვნა რა არის, ვინმემ ზუსტად იცით? ევროპაში გვინდა? – კი, ჩვენც გვინდა. აბა, აქამდე ეს ევროპა ვინ მოიტანა თქვენამდე, თუ არა ჩვენ?!“

„„ქართულ ოცნებასთან“ ერთად არ გინდათ ევროპა?! აბა, „ნაცებთან“ ერთად გინდათ? - იმდენად წამგებიანია ამის ხმამაღლა გაცხადება, რომ ვერ დაგაცდენინებთ კის...“
მიხაილ როთი

მიხაილ როთი – „თავისუფლებისთვის მებრძოლებს და თავდადებულ ევროპელებს საქართველოში სჭირდებათ სოლიდარობა საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით“

„ევროკავშირის სანქციები ყველა იმ პირის მიმართ, ვინც პასუხისმგებელია არჩევნების მანიპულაციასა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაში“

„დონალდ ტრამპი მხარს უჭერს თავისუფლებას, დემოკრატიას – მჯერა, ის ქართველი ხალხის გვერდით დადგება და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა“ – კონგრესმენი ჯო უილსონი

უილსონი საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას გამოეხმაურა და თქვა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანები, რომლებიც სხვებს ავიწროებენ, შესაბამისი შედეგები მიიღონ და მათზე სანქციები დაწესდეს.

პრეზიდენტი უკრაინიდან „ქართული ლეგიონის“ დაბრუნების და აქციებში მონაწილეობის გეგმაზე: „სრული პროპაგანდა – ერთადერთი ომი არის ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის წინააღმდეგ დაიწყო“

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ლეგიონის“ განცხადებას ეხმაურება, სადაც ისინი რუსულ დეზინფორმაციად აფასებენ და უარყოფენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ჩამოსვლას და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას გეგმავენ.