LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

ევროკომისარი მარტა კოსი: ვაფასებ ქართველი ხალხის გაბედულ გადაწყვეტილებას, ევროპისკენ მიმავალ გზაზე სვლა განაგრძოს – ევროკავშირი თქვენს მხარესაა

ევროკომისარი მარტა კოსი: ვაფასებ ქართველი ხალხის გაბედულ გადაწყვეტილებას, ევროპისკენ მიმავალ გზაზე სვლა განაგრძოს - ევროკავშირი თქვენს მხარესაა

სალომე ზურაბიშვილი: „სანქციების დაწესება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე პასუხისმგებლები არიან ეს მკაფიო გზავნილი იქნება იმისა, რომ როცა ევროკავშირი სიტყვას იძლევა, იგი სიტყვას ასრულებს“

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა TVP World-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად ამ ადამიანების გულწრფელობაში ეჭვი მეპარება, მზად ვართ დავსხდეთ საჯარო დისკუსიის ფორმატში“ – კობახიძე ჯანელიძესა და ხიდაშელზე

მან უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, როგორია მისი პოზიცია მიხეილ ჯანელიძისა და თინათინ ხიდაშელის მხრიდან საჯარო დისკუსიის შეთავაზებაზე.

ირაკლი კობახიძე: „ისტერიკაშია სალომე ზურაბიშვილი… საგარეო საქმეთა სამინისტროში მივედი და სამი პოსტი მომიძღვნა ამის გამო… ოთხი პარასკევი აქვს დარჩენილი და ვერ თოკავს საკუთარ ემოციებს“

კობახიძის თქმით, მათი მოწოდებები და ე.წ ბულინგი არის ისტერიკის გამოვლინება

მიხეილ სააკაშვილი: „საქართველო მყარად რჩება მსოფლიო მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად – ასევე იყო ვარდების რევოლუციის დროსაც… ვამაყობ ჩვენი ხალხით!“

სააკაშვილის თქმით, „ეს არის ჩვენი გაბედული ახალგაზრდების და ყველა ასაკის ადამიანის თავდადების პირდაპირი შედეგი“.

„სამწუხაროდ არ აისახებოდა არაფერ ხელშესახებზე – არც ვიზა ლიბერალიზაციაზე, არც თავისუფალ ვაჭრობაზე. რეალური პარტნიორობა გაცილებით მეტს გულისხმობს“ – წილოსანი შტატების მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე

„ამიტომ, თავისთავად სტრატეგიული პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც თუნდაც ანაკლიის პროექტიც კი, რომელსაც თავადვე სტრატეგიულს უწოდებდნენ და ჩვენ შემდგომ გვაყვედრიდნენ, თურმე რატომ გადავინაცვლეთ სხვა პარტნიორთან“.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი იმ პირების სიას აქვეყნებს, ვისაც ლიეტუვაში შესვლა აეკრძალათ – მათ შორისაა ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური, ვაჟა სირაძე და ზვიად ხარაზიშვილი

გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ პლატფორმა x-ზე წერს და იმ ადამიანების სიას აქვეყნებს, ვისაც ლიეტუვაში შესვლა აეკრძალათ.

პრეზიდენტი: „შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოჩნდა პირველი მერცხალი! ეს კი რეპრესიული აპარატის ნგრევის უტყუარი წინამორბედი ნიშანია! სახელმწიფო თქვენ ხართ“

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროს, გიორგი გაბეხაძის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც თანამდებობა დატოვა.
რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი – „კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ მენტალურად არ გასულა „ორი ტრუპის“ მიდგომებისგან, ეს არის მათი მენტალობის სახე და საზოგადოებამაც იცის, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ყველაფრის მკადრებელი კრიმინალების დაჯგუფება“

„საქართველო, არის ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით“

გიორგი გახარია: „მივმართავ საქართველოს მეგობრებს აშშ-ში: ნუ დააკანონებთ „ოცნების“ მთავრობას, სასწრაფოდ შემოიღეთ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები და ამ ქმედებებით, მხარი დაუჭირეთ ქუჩაში მყოფ ხალხს“

„ქართველი ხალხი ისმენს თქვენს მხარდაჭერას, მაგრამ ითხოვს მოქმედებას - სიტყვები აღარ კმარა. ქართველი ხალხი არ შეიძლება იყოს მარტო ამ ბრძოლაში. დადექით მათ გვერდით ახლა, სანამ გვიანი არ არის!“

განათლების მინისტრი: „ყოვლად მიუღებელია საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ შევიდეს პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში“

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სასწავლო პროცესი ყველგან შეუფერხებლად უნდა მიმდინარეობდეს და რომ სწორედ ამას ითვალისწინებს ავტორიზაციის პრინციპებიც.
ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველი: 156 ადამიანიდან 124 აცხადებს, რომ მის მიმართ ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა განხორციელდა – წინა მანიფესტაციებთან შედარებით, ძალის გადამეტების დინამიკა გაზრდილია

„მოვუწოდებ პოლიციას, რომ არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს“
სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი: „დაკავებულ აქციის მონაწილეთა უმრავლესობას აღენიშნება დაზიანებები თავისა და სახის არეში, სახის ძვლების მოტეხილობები და ღია ჭრილობები“

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციის დროს დაკავებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, იურისტების ინფორმაციაზე დაყრდნობით, სოციალურ ქსელში წერს.