LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

ეკა გიგაური: „ბიძინა ივანიშვილი ვერ მოდის პოლიციელების კორდონის გარეშე, არ შეუძლია, რომ ქუჩაში ჩვეულებრივად გაიაროს, იმიტომ, რომ ზუსტად იცის, რა ჩაიდინა – მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული“

„მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. ის ფაქტობრივად ერთადერთი ადამიანია, ვინც ეს პარლამენტი აირჩია, რომელიც არის არალეგიტიმური.“

XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო

სასესიოს დარბაზში მხოლოდ პარტია „ქართული ოცნების“ სიით არჩეული წევრები იმყოფებიან, მათ შორის სხდომას ესწრება პარტიის დამფუძნებელი, საპატიო თავმჯდომარე და სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი.

გიგი უგულავა: „ეს რა პარლამენტია? პარლამენტს, რომელსაც სამი ღობე აქვს, ჩაკეტილი აქვთ ისე, რომ კამერებმაც ვერ გადაიღონ, როგორ შედის დეპუტატი“

უგულავას განცხადებით, პარლამენტი ვოლიერად გადააქციეს.
ირაკლი ზარქუა

ირაკლი ზარქუა – ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია მუშაობს გამართულად, დღეს დავამტკიცებთ მთავრობასაც, ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას, ხოლო უსამშობლოები ყოველთვის ასეთ მოცემულობაში იქნებიან

„კიდევ ერთხელ მინდა, ახალგაზრდებს ვუთხრა – მეგობრებო, გატყუებენ. “

ნიკა მელია: „როგორ შეიძლება იმის წარმოდგენა, რომ მაკა ბოჭორიშვილი, რუსული მმართველობის წევრი, საერთაშორისო იზოლაციის რაიმე ტიპის გარღვევას მოახდენს? – გამორიცხულია, აღნიშნულზე საუბარიც უხერხულია“

მელიას განცხადებით, ვინც არ უნდა დაინიშნოს არალეგიტიმური ხელისუფლების რომელიმე მინისტრად, საერთაშორისო იზოლაცია მხოლოდ გაღრმავდება.
ალეკო ელისაშვილი

„არავინ შევა პარლამენტში… მე ისედაც მანდატი არ მერგო, სიაში მეოცე ვიყავი… ეს არის შენობა, სადაც ვიღაც თავგასივებულები იკრიბებიან” – ალეკო ელისაშვილი

„დღეს გრძელ­ვა­დი­ა­ნი ბრძო­ლა გვე­ლის და ამის­თვის მზად უნდა ვი­ყოთ“.

ნანუკა ჟორჟოლიანი: „არ არსებობს, ერთი ლიდერის შემთხვევაშიც სასწაული აქ არ მოხდება – ამიტომ, მინდა იცოდეთ, რომ ბრძოლა ერთ დღეში ვერ გადაწყდება, უბრალოდ უნდა მოვემზადოთ, თბილად ჩავიცვათ და რაღაცებისთვის მზად უნდა ვიყოთ“

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანი, რომელიც სახლში იმყოფება და იმედგაცრუებულია, „დავარწმუნოთ, რომ ადამიანების გარეშე პროცესი ვერ შედგება“.
შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი – „ჩემი ფეხი არ იქნება პარლამენტში“ ჰგონიათ ამათ პარლამენტში არშესვლა, დაწერონ განცხადებები – ორი გზა აქვთ: ან მანდატებზე თქვან უარი და ამით დაინგრიონ საკუთარი თავი ან არ დაწერონ განცხადებები და ამით დამცირდნენ

„არც ისტორიას ეცნობიან, არც რაიმე ღრმა ცოდნა აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე“
ყოფილი მინისტრები

ირაკლი კობახიძე – ყოფილი მინისტრები, ილია დარჩიაშვილი, რატი ბრეგაძე და ოთარ შამუგია საქმიანობას სახელმწიფო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე განაგრძობენ

„სამივე მათგანი განაგრძობს საქმიანობას სახელმწიფო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე, რასთან დაკავშირებითაც დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ“

კობახიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა – მთავრობის შემადგენლობაში აღარ იქნებიან ილია დარჩიაშვილი, რატი ბრეგაძე და ოთარ შამუგია – ვინ დაიკავებს საგარეო, იუსტიციისა და გარემოს დაცვის მინისტრობის პოსტებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტისთვის წარსადგენად მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.

„აბსოლუტურად ყველაფერი არის დღეს ჩვენი დასაცავი… ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ძალა, რაც ჩვენ დღეს გაგვაჩნია, არის ერთად დგომა“ – ეკა დემეტრაძე აქციის მონაწილეებს

მსახიობმა აქციის მონაწილეებს მიმართა.

ნინო ქათამაძე: „მოგვპარეს ხმები, გაგვიყალბეს ჩვენი არჩევანი… ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პარლამენტში შეიპარონ“

ამის შესახებ მომღერალმა ნინო ქათამაძე ნინო ქათამაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „ქართულ ოცნებაზე“ საუბრისას განაცხადა.

გრიგოლ გეგელია: „მაქვს უფლება, პოლიციელებს ვკითხო – აპირებენ თუ არა მშვიდობიანი აქციის დარბევას? – ამ საკითხზე მათ არავითარი პასუხი არ აქვთ, ამის ნაცვლად ერთ-ერთმა მანქანამ, ჩემს წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა“

როგორც გეგელიამ განაცხადა, მის მიმართ წყლის ჭავლის მანქანიდან წყალი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც ადგილზე მობილიზებულ პოლიციას მიმართავდა.

აქციის მონაწილეებმა ღამე პარლამენტთან გაათენეს – ადგილზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა, თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები მიიყვანეს

საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე გაშლილია კარვები.