LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

“ჩვენი წარმომადგენელი მიმართავს ცესკოს, რომ ჩვენ ვხსნით სიას – ჩვენგან ფეხს არავინ შედგამს ამ პარლამენტში“ – ელენე ხოშტარია

როგორც ხოშტარიამ განაცხადა, მისი კოალიციის წევრები არ აპირებენ პარლამენტთან რაიმე კავშირი ჰქონდეთ.

ნიკა გვარამია: „სად ვარ და რაზე ვმუშაობ, ეთერში მოვყვები დღეს. მანამდე სიების ჩახსნაზე ჩემ და ნიკას მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს გაგაცნობთ, რომელიც ცესკოს ჩაბარდა“

როგორც იგი ამავე პოსტში აღნიშნავს, 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები უმძიმესი დარღვევებით ჩატარდა.
გიორგი კალანდარიშვილი

გიორგი კალანდარიშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტს არჩევნების შედეგები წარუდგინა

„წლების განმავლობაში ჩვენ ვნერგავდით ინოვაციებს, რაც აძლიერებს გამჭვირვალობას, აუმჯობესებს პროცესებს და ქმნის უფრო ხელმისაწვდომ და კომფორტულ გარემოს ამომრჩევლებისთვის“.

მამუკა მდინარაძე: „ამხელა სანერვიულო თუ შემხვდებოდა დღეს, ვერ წარმოვიდგენდი – როგორც ჩანს, „ტოპ ტვინების“ გადაწყვეტილებაა, მანდატის შეწყვეტაზე პირველი გიორგი ვაშაძემ გამოაგზავნოსო“

„არ დაიჯეროთ, მათ დამოუკიდებელი მოქმედების საშუალება ელემენტარულ დონეზე არ აქვთ. ერთი დაწესებულებიდან მეორეში ისე ვერ გადავლენ, პატრონებს რომ არ შეეკითხონ.“
მანდატებს ტოვებენ

მამუკა მდინარაძე – ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე პარლამენტში დარჩენას არ აპირებენ – ისინი ტოვებენ საპარლამენტო მანდატებს, მიმართავენ ძალიან მალე

„ისინი არიან ჩვენი პარტიის ხელმძღვანელები“

თაკო ჩარკვიანი: „სად ხართ ოპოლიდერებო? აქ ვერ გხედავთ უკვე 3 თუ 4 საათია?! რაღაცა უთხარით ხალხს, რაღაც სამომავლო!!!“

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ოპოზიციის ლიდერებს მიმართავს კითხვით, თუ რატომ არ ჩანან საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებთან ერთად.

პრეზიდენტი: „შავი ორშაბათი“ საქართველოში: პოლიცია და სპეცრაზმი იცავენ კარს, რომლის მიღმაც „ქართული ოცნების“ მონები კლავენ ჩვენს კონსტიტუციას და დასცინიან ჩვენს პარლამენტს“

ამის შესახებ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს და აღნიშნულით დღეს, პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ნანუკა ჟორჟოლიანი: „ლიდერებო სად ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა! არც სადღეგრძელო პოსტები წეროთ აქ! მარაზმი!“

„ხალხნო, თქვენ ხო არ ღადაობთ?! რა მაგის დრო არაა, ლიდერებო სად ხართ, რატომ ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა! არც სადღეგრძელო პოსტები წეროთ აქ! მარაზმი!“

ნინო წილოსანი: „ქართველი ხალხი ბრძენია – აირჩიეს თავად განაგონ ქვეყნის მომავლის გზა – მშვიდობით და ღირსებით ევროპისკენ! გილოცავთ პარლამენტის 11 მოწვევის შეკრებას! ჩვენ ღირსეულად აღვასრულებთ თქვენს ნებას“

პარლამენტის ვიცე-სპიკერი Facebook-ზე პარლამენტის წევრის ქვეყნისადმი ერთგულების ფიცის ტექსტს ფოტოდ ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე: „ჩვენ გვაქვს იმისი მყარი საშუალება, რომ ბატონი ბიძინას ლიდერობით, ორ ფეხზეც ვიდგეთ, ეროვნულ ინტერესებსაც ვემსახუროთ“

მამუკა მდინარაძის განცხადების შემდეგ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მყოფი პირები ფეხზე წამოდგნენ და ტაში დაუკრეს.

გიორგი კალანდარიშვილი: „როდესაც საუბარია გაყალბებაზე, ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება – როდესაც ისმის ბრალდებები, ამ ბრალდებებს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მტკიცებულება და ფაქტები“

კალანდარიშვილის თქმით, თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები იარსებებდა, შესაბამისი უწყებები კანონის შესაბამის და სათანადო ზომებს მიიღებდნენ.

პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერად გია ვოლსკი, ვიცე-სპიკერებად კი თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი აირჩიეს

პარლამენტის სპიკერატში მმართველი უმრავლესობა პირველი ვიცე-სპიკერითა და უმრავლესობის კვოტით, სამიდან მხოლოდ ორი ვიცე სპიკერით იქნება წარმოდგენილი.

შალვა პაპუაშვილი: „მინდა, პირობა მოგცეთ, რომ ისევე როგორც მე-10 მოწვევის პარლამენტში, ახლაც, ჩემი ფიქრი და საქმე მიმართული იქნება ქართველი ხალხის ინტერესების ურყევად მსახურებისკენ“

მისივე თქმით,  2024 წლის არჩევნები 2012 წელს მიღწეულ შედეგს არ ჩამოუვარდებოდა.
მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილი

მიხეილ სააკაშვილი – „მინდა ვუთხრა იმ ხალხს, ვისაც ჩემი სახელის ხსენება ერიდება – მე რომ დღეს ვყოფილიყავი თბილისის ქუჩებში თქვენთან ერთად, ბევრად გაძლიერებული იქნებოდა ბრძოლა, ეს იცის დიქტატორმაც და იმიტომ მალპობს ციხეში“

„თქვენ გახსოვთ, რომ ერთი პოლიტიკოსი მაინც ყოფილიყო ჩემს დროს ციხეში?“

პაატა მანჯგალაძე: „წვიმისა და ცივი ამინდის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ის, რომ „ქართული ოცნება“ შეშინებული შეიპარა პარლამენტში“

მისი თქმით, ერთიანობას აქვს დიდი ძალა და ბრძოლა გრძელდება.