„მინდა გაგაცნოთ პოზიცია, რომელიც უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბებულია ჩვენს კოალიციაში, იმ დღიდან, როცა 26 ოქტომბრის არჩევნები იქნა სასტიკად გაყალბებული რუსული ოპერაციით „ქართული ოცნების“ მხრიდან“.
პარლამენტმა მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 დეკემბერს გაიმართება, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს ჩატარდება.
„ჩვენი მთავარი მოვალეობა დღეს მომზადებაა - იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი თავის და ჩვენი პარტნიორების, რომლებიც მზად არ არიან, მიატოვონ საქართველო; იმედი უნდა გვქონდეს იმისი, რომ ამ ქვეყნის ეს მომავალი ჩვენია - ყველასი! მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით ახალი არჩევნებისთვის!“
„როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჩაგვიხსნის ჩვენ პარტიულ სიას, ამავდროულად ჩვენ მივმართავთ პარლამენტს მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თენგო თევზაძემ.
„პარლამენტში” გასულთა „ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა”, - წერს ნიკა გვარამია.