LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: „ოპოზიცია უნდა შევიდეს პირველ სხდომაზე და გრძელვადიანი თამაში დაიწყონ, აღიარონ შეცდომები და აიღონ პასუხისმგებლობა, ეს იქნებოდა ერთადერთი შანსი, ვინაიდან იქ მონები და კლოუნები არიან, ეს არ გამოვა“

რაქვიაშვილს მიიჩნევს, რომ თუ ვინმე ადეკვატურია ამ ოპოზიციურ ველზე, უნდა შევიდნენ პარლამენტში და წაგება აღიარონ.

გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: ამ მანქურთების შეუსრულებელი ამოცანაა, რომ სანამ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში შევა, რამენაირად აქ სიტუაცია დაძაბონ და აიხდინონ აუხდენელი ნატვრა, ე.წ მაიდანი

„გავლენ თუ არა კანონის ჩარჩოდან, მთელი სიმკაცრით უნდა გავცეთ პასუხი ამ მართლა ორკებს“

გიორგი ვაშაძე: ვითხოვეთ, რომ ცოტა ძალები მოვიკრიბოთ, გვჭირდება ინფრასტრუქტურულად მომზადება..გეგმის რამდენიმე ვერსია გვაქვს და უახლოეს მომავალში გაგაცნობთ

მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ამ ეტაპზე დაიშლებიან.

„საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა მიმდინარეობს და გავაჩერეთ დახმარება…სხვა ქმედებებიც იქნება“ – მილერი

„საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა მიმდინარეობს და გავაჩერეთ დახმარება…სხვა ქმედებებიც იქნება“ - მილერი

მამუკა ხაზარაძე – ოთხი კოალიციისგან უნდა ჩამოყალიბდეს სპეციალური ჯგუფი და გამარჯვებული ხალხის სახელით სასწრაფოდ გაიგზავნონ ყველა იმ დედაქალაქში, სადაც საკითხები წყდება

„ამ ყველაფრის სათავეში პრეზიდენტი უნდა იყოს. ეს შეხვედრა უნდა მოხდეს პრეზიდენტთან“

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის ოფიციალური პირებისთვის პრობლემის ნაწილია ის, რომ არ არსებობს რეალური მტკიცებულებები, როდესაც საქმე ეხება არჩევნების გაყალბების ბრალდებებს

როგორც იოზვიაკი აღნიშნავს, ევროკავშირის ლიდერებს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის მეორე დღეს სიღრმისეულად უნდა განეხილათ საქართველოს საკითხი, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის ხელახალი არჩევა და ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, მარიო დრაგის პრეზენტაცია ბლოკის კონკურენტუნარიანობის შესახებ დომინირებდა.
თამარ კორძაია

თამარ კორძაიას განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელი პარლამენტის 30-მა წევრმა წარადგინა

ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

დავით მათიკაშვილი: „მინდა შსს-ს მადლობა გადავუხადო ასე უმწიკვლოდ ჩატარებული იმ ოპერაციისთვის, რასაც გზის გათავისუფლება ჰქვია – ოპოზიცია შპიონაჟით არის სავსე, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც 30 ვერცხლად შეუძლიათ სამშობლოს გაყიდვა“

როგორც მან ოპოზიციაზე საუბრისა აღნიშნა, „აუცილებლად დადგება იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ქვეყნის წინაშე დამნაშავეები არიან“:
ნიკა მელია

ნიკა მელია: ვართ მელიქიშვილის ქუჩაზე და ვაგრძელებთ წინააღმდეგობას, გელოდებით, შემოგვიერთდით 19:00 საათზე!

„საქართველო გაიმარჯვებს, მომავალი გაიმარჯვებს, ამ ქვეყანაში მომავალი არის ქართველი ხალხის და არა რუსი ოლიგარქის“ - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.
ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია: „19:00 საათზე ხალხის მაქსიმალური კონცენტრაცია გვინდა, მაქსიმალურად ყველა მოვიდეთ და აქ დავდგეთ“

„19:00 საათზე ყველა ერთად ვიკრიბებით, ამ დროს საზოგადოებას დღის კონკრეტულ სცენარს გავაცნობთ“.

კახა კალაძე ბორელის განცხადებაზე: „ჩვენ საერთაშორისო თანამშრომლობისთვის მზად ვართ, თუმცა, ეს „კინო“ უკვე ნანახი გვაქვს და ვიცით, როგორ მოქმედებენ რადიკალები“

კახა კალაძის თქმით, ეს არის პოლიტიკური  შეფასებები, რომლებიც არჩევნებამდეც კეთდებოდა, რეალურად კი, არჩევნების დარღვევით ჩატარების ფაქტები არ არსებობს.
მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე: „თუ ეს მისაღები ფორმაა, ოპოზიციის ლიდერებს გადაშავებულს ვატარებ, პირადად გპირდებით ამას – მელანი გადაასხაო, რომ იძახის ვაშაძე, მელანგადასხმულს ვატარებ ყოველდღე, თუ მისაღები ფორმაა“

„ძალიან ბევრი ადამიანი გვირეკავს ყოველდღე და გვეუბნებიან, ჩვენც გაგვაპროტესტებინეთო, ჩვენ ხმები არ მოგვიციაო?“

თეონა აქუბარდია: „გიორგი გახარია ქალაქში არ იმყოფება, ჩვენი გუნდის წარმომადგენლები კი აქ ვართ, ვიზიარებთ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის კონსტიტუციურ უფლებას“

„აქციის ორგანიზატორები არცერთი არ ვართ, თუმცა მონაწილეობას ვიღებთ, აქ ჩვენი გუნდის სხვა ლიდერებიც არიან“.

მაკა ჩიჩუა: „ჰეი ქოცების მხარდამჭერნო კიდევ გჯერათ რომ ღირსებით მიდიხართ ევროპისკენ?“

ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მიმართავს და წერს.
გიორგი ვაშაძე

„პოლიციელებო, გთხოვთ გადახვიდეთ ტროტუარზე, ნუ კეტავთ გზას, მოქალაქეებს გადაადგილებაში პრობლემას ნუ უქმნით.. თუ რამეს აპროტესტებთ, ტროტუარზე გააპროტესტეთ, ქალაქის პარალიზება არ შეიძლება“ – ვაშაძე სამართალდამცველებს

„თქვენი რაოდენობა არ შეესაბამება თქვენ მიერ გამოხატული პროტესტის ფორმას“.
მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე: „ექსტრემიზმი, რომელიც აგენტურული ოპოზიციისგან იყო განხორციელებული, წახალისებულია იმ უცხოელი პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც ჩამოვიდნენ, „მაიდნისკენ“ მოუწოდეს და საკუთარ ქვეყნებში მშვიდად დაბრუნდნენ“

„მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პოლიციას და შინაგან საქმეთა მინისტრს კანონის პროფესიონალურად და მშვიდობიანი ფორმით აღსრულებისთვის“.