როგორც მან ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, თუ ცესკო ბიულეტენს არ გადმოსცემს, ეს იქნება დადასტურება იმისა, რომ „სახელისუფლებო მანქანა სრულად იყო ჩართული არჩევანის გაკეთების დროს მოქალაქეების დაშინებაში“.
„პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკო-ს მომართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ფაქტების შესწავლის მიზნით“.
„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა და დაუყოვნებლივ დაიწყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან“ - ჯო ბაიდენი
როგორც მან აღნიშნა, უცხოელი აქტორები აცხადებდნენ, რომ ქართველი ხალხი „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგი იყო, თუმცა, საპარლამენტო არჩევნებმა დაადასტურა, რომ ხალხი მხარს უჭერს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას.
„საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო.“