LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს, ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ჩვენგან, ჩვენი ღირებულებებისა და პრინციპებისგან დაშორებას გააგრძელებს

„დღეს, ერთი წლის შემდეგ სამწუხაროდ ბევრი არაფერი გვაქვს საზეიმო“

სალომე ზურაბიშვილი: მტკიცებულებებს თურმე პროკურატურა ჩემგან ელოდება, მე ასე ვიცოდი, რომ პირიქით იყო – საგამოძიებო ორგანოს თავად უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები

„პროკურატურა კიდევ უფრო უცნაურია.“

ჯოზეფ ბორელი: საქართველოს ლიდერებს ნათელ გზას ვთავაზობთ ევროკავშირისკენ გზაზე ხელახლა ჩართულობისთვის: “უცხოური გავლენის შესახებ” და ე.წ. “ოჯახური ღირებულებების” კანონების გაწვევა

"დისკრიმინაცია ღირებულება არ არის ჩვენს ევროკავშირის ოჯახში"
კოალიცია „ძლიერი საქართველო“

„ძლიერი საქართველო“ – „არანაირი ნდობა პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების პროცესს არ აქვს – ზეწოლა პრეზიდენტზე, მისი დაკითხვაზე დაბარებით, ამტკიცებს საერთაშორისო აზრს, რომ ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური, ჩადენილია დანაშაული“

„ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, რომ არჩევნების გაყალბება არ გაუვიდა“

ნიკა გვარამია: „სალომე ზურაბიშვილს ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება – ჩვენ ნებისმიერ ზეწოლას და ჩარევას მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში და ქართველი ხალხის ნების დაცვაში, აღვკვეთთ ნებისმიერი ფორმით, რომელიც საჭიროა“

გვარამიას განმარტებით, ქვეყანაში მიდის ბრძოლა სამშობლოს გადარჩენისთვის.
როვშან ისკანდაროვი

„ემოცია ვერ მოვთოკე, აღშფოთებულმა გამოვართვი ბიულეტენები და მოვათავსე საარჩევნო ყუთში… ეს იყო ოპოზიციის მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია“ – მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე განმარტავს, რატომ ჩაყარა 69-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენები საარჩევნო ყუთში

როვშან ისკანდაროვი სადახლოში, N69 უბანზე მომხდარ ინციდენტს 27 ოქტომბერს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ეს არჩევნები უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართა… გარე ჩარევის მიზანი იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გამარჯვება“ – ირაკლი კობახიძე

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები მაშინვე გადაიტვირთება.

პრემიერი: „სალომე ზურაბიშვილი მართალია, სულით და გულით არის „ენჯეოშნიკი“, თუ „ენჯეოშნიცა“, მაგრამ თანამდებობის პირია, აქვს განსხვავებული პასუხისმგებლობა, არ აქვს უფლება ზეპირად ისაუბროს – დარწმუნებული ვარ, ვერ გაბედავს პროკურატურაში მისვლას“

„სალომე ზურაბიშვილი ვერ გაბედავს პროკურატურაში მისვლას და უწყებისთვის ინფორმაციის მიწოდებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით.“

„მხოლოდ სიტყვების ბრახაბრუხი რომ არ იყოს, კეთილი ინებოს, მიბრძანდეს და ამ ყველაფერთან დაკავშირებით კონკრეტული ფაქტები წარადგინოს… თუ მართლა, ვინმემ არჩევნები გააყალბა, რაც წარმოუდგენელია, ყველა კითხვას უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი“ – კალაძე პრეზიდენტის პროკურატურაში დაბარებაზე

დედაქალაქის მერის თქმით, „ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ ცრუ კამპანიას და სიყალბეს იმასთან დაკავშირებით, თითქოს ვიღაცამ არჩევნები გააყალბა, რაც თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობაა“.
გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი – „ზურაბიშვილის თამადობით მიბრძანდნენ და მტკიცებულებები წარადგინონ – გამომძიებელს ვერ მოუყვებიან სიზმრებს, ვერც აღქმებზე ილაპარაკებენ და ვერც იმას იტყვიან, რომ ცესკოს შედეგებზე წნევამ აუწიათ“

„გამომძიებელს ვერ მოუყვებიან სიზმრებს, ვერც აღქმებზე ილაპარაკებენ“

ნინო წილოსანი: „ველოდები, როდის იტყვის ლომჯარია, რომ აზრი არ მოეკითხება და არავინ უნდა ენდოს, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდი არჩევნების გაუყალბებლობაში არწმუნებდა საზოგადოებას, ან იტყვის სიმართლეს, რომ აფერისტია, მისი მიზანი ხალხის მოტყუებაა“

წილოსანი, ყოფილი სახალხო დამცველისა და ამჟამად ა/ო „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის ნინო ლომჯარიას არჩევნებამდე გაკეთებულ განცხადებას აქვეყნებს, სადაც ის საუბრობს, რომ არჩევნების გაყალბება შეუძლებელია.

რიკარდ იოზვიაკი: „თუ საქართველო მოქმედებათა ამჟამინდელ კურსს არ მიატოვებს, ევროკომისია საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ რეკომენდაციის გაცემას ვერ განიხილავს“

ცნობისთვის, დღეს ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს.

„ეს პოსტი არ ეხება ვერ გაქართველებულ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც უცხოელად დაიმარხება, როცა ამის დრო მოუვა“ – თეა წულუკიანი

„ძალიან ცუდია ქვეყნისთვის უტვინო ოპოზიცია და რამე მოიფიქრეთ ჭკვიანური. საკუთარი ამომრჩევლის მაინც არ გრცხვენიათ?!“
გია აბაშიძე

გია აბაშიძე: „თუ სალომე ზურაბიშვილი დემოკრატიის მხარეზეა, წარმოადგინოს მტკიცებულებები “გაყალბებაზე”, სამართალდამცველთა ეს ოპერატიული რეაგირება შეესაბამება დასავლელ პოლიტიკოსთა მოწოდებებსაც, რომ ჩატარდეს მყისიერი გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე“

„ბოროტი განცხადებები არავის შერჩება“

ნიკა გვარამია: „ქუჩა არის ერთადერთი ადგილი, სადაც სახელმწიფოს ბედი წყდება, იმ ვითარებაში, როცა ყველა სხვა დემოკრატიული ინსტიტუტი მიტაცებულია; ქუჩა არ უდრის ძალადობას“

მისი თქმით, ქუჩა არის სახალხო დემოკრატიის ყველაზე ძველი ფორმა და ის საჭიროდ რჩება ყველაზე ჩამოყალიბებულ ფუნდამენტურ დემოკრატიებშიც.