LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

კახა კალაძე

„დღეს არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია, დღევანდელ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობის გარეშე არაფერს აქვს ფასი“ – კახა კალაძე

„დღეს ჩვენს ჩვენს ქვეყანას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ისე როგორც არასდროს, სჭირდება მშვიდობა, რასაც მოაქვს ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა“.

ანა ნაცვლიშვილი: „[ბიძინა ივანიშვილმა] ხმა მისცა დაცვის თანამშრომლების უპრეცედენტო მობილიზების პირობებში, რომლებმაც გადაკეტეს უბანი და მოქალაქეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა ესარგებლათ ხმის უფლებით – ეს არის კანონის დარღვევა“

ნაცვლიშვილმა მთაწმინდის მესამე უბნის თავმჯდომარეს და კომისიას მოუწოდა - დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა.

მირდატ ქამადაძე: „დაფიქსირდა ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის მიცემა… ქობულეთში საარჩევნო უბანზე სოფლის გამგებელი, რომელიც დამკვირვებლის ბეიჯითაა შესული, ღიად და საჯაროდ ეწევა აგიტაციას… ამ დროისთვის 30 საჩივარია დაწერილი“

როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, საქმე ეხება ისეთ დარღვევებს, როგორიცაა ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის მიცემა.
ბიძინა ივანიშვილი არჩევნებზე

ბიძინა ივანიშვილი – „მარტივი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი – ან ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ ქართველ ხალხს, იზრუნებს ქვეყანაზე, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს“

„ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ არჩევნებით, რომ პოლიტიკა გავასუფთაოთ კრიმინალებისგან, “

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი ეროვნული გამარჯვების დღე“ – თინა ბოკუჩავა საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად იმყოფებოდა

თინა ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ დღევანდელი დღე იქნება დიდი ეროვნული გამარჯვების დღე და ხელისუფლებაში მოვა კოალიციური ძალა.

„ხმა მივეცი რეალურ ალტერნატივას ამ ქვეყანაში… ჩვენ ვიქნებით ევროპის ნაწილი! საარჩევნო უბნებზე რიგები იმის მანიშნებელია, რომ 12 წლიანი მმართველობა ყველას კისერში ამოუვიდა“ – მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე დარწმუნებულია, რომ მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანი „თავისუფლებისკენ, ევროპისკენ და სტაბილური მშვიდობისკენ იქნება გადადგმული“

„მოვედი არჩევნებზე, მივეცი ხმა, გამოვხატე ჩემი ნება, რომ საქართველო იყოს ძლიერი, ევროპული ქვეყანა, სადაც ყველას ექნება კეთილდღეობა და უკან დავტოვოთ ის რუსული ჭაობი, რომელიც გვაქვს“ – ანა დოლიძე

ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

„ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ მომავალს! ოპოზიცია გაიმარჯვებს და იქნება ზეიმი“ – ნიკა გვარამია

როგორც მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, არჩევანი საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ გააკეთა.

„უარი ვუთხარი ამ ქვეყნის იზოლაციას – დარწმუნებული ვარ, ამ ძნელბედობის ჟამს, საქართველო იქნება ერთიანი – ყველას გთხოვთ, მიდით არჩევნებზე!“ – გიორგი ვაშაძე

მან მოქალაქეებს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა.

ლაშა ტალახაძე: „ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი“

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მე-7 ნომერმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ საკუთარი არჩევანი საჩხერეში, სოფელ სხვიტორში დააფიქსირა.

„დღევანდელი დღე იქნება ისტორიული! განცდა მაქვს, რომ სამშვიდობოს გავალთ“ – ზურაბ ჯაფარიძე

ოპოზიციონერი დარწმუნებულია, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები გააკეთებენ არჩევანს, რომელიც საქართველოს საბოლოო ჯამში, ევროკავშირისკენ, ნატოსკენ წაიყვანს“.

„დღეს საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი ხმით გადაარჩინონ საქართველოს ევროპული მომავალი, უარი უთხრან სიღარიბეს და რუსულ ჭაობს“ – სალომე სამადაშვილი

სამადაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით ისარგებლებს და არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

„მე ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებ აღიაროს ცესკო-ს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები“- ირაკლი კობახიძე

კობახიძის განცხადებით „ქართველი ხალხის დაახლოებით 60% დღეს მხარს დაუჭერს ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას“.