LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „მინიმუმ 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება ეკონომიკა 2028 წლისთვის, ამის მთავარი წინაპირობა მშვიდობის შენარჩუნებაა“

ირაკლი კობახიძემ შედარებისთვის  მოიყვანა  2012 წლის მაჩვენებლები და 2028 წლის პერსპექტივებზე ისაუბრა.
ირაკლი კობახიძე (2)

„მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა საშუალება, 4 წლის განმავლობაში ეკონომიკა დაახლოებით 40 მილიარდით გაგვეზარდა და ამ წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკა 90 მილიარდი ლარი იქნება“ – ირაკლი კობახიძე

პრემიერმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისას არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშინ ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდ ლარზე ნაკლები იყო.

ირაკლი კობახიძე: გვაქვს ძალიან ამბიციური ამოცანა – 50 მლრდ ლარს გადააჭარბებს 2028 წლისთვის ქვეყნის ბიუჯეტი, რაც მოგვცემს ბევრად მეტი პროექტის განხორციელებისა და სოციალური უზრუნველყოფის პაკეტის გაფართოების შესაძლებლობას

პრემიერის თქმით, 2028 წლისთვის ქვეყნის ბიუჯეტი 50 მლრდ ლარს გადააჭარბებს.
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: „2028 წლისთვის საშუალო ხელფასი 3 500 ლარამდე გაიზრდება“

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, 2012 წლისთვის ქვეყანაში საშუალო ხელფასი იყო 712,5 ლარი, ხოლო დღევანდელი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2005 ლარამდეა გაზრდილი.

„ქართული ოცნების“ მაღალ რეიტინგს ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს, მშვიდობა და სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკურ განვითარებაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება“ – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამაში ეკონომიკის შემდგომ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

„ახალგაზრდებო, თქვენი მომავალი არის ის, რაც წყდება 26 ოქტომბერს… გაყალბების დამარცხება მობილიზაციით და არჩევნებზე მისვლით არის შესაძლებელი“ – სალომე ზურაბიშვილი

როგორც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, „ახლა იწყება ის პერიოდი, როცა ყველანი უნდა მოემზადოთ იმისათვის, რომ ხმები იყოს დაცული“.
სალომე ზურაბიშვილი

„პასუხისმგებლობა იქნება მათი, თუ სადმე არ გაიხსნა დამატებითი ფართი, ეს არის ძალიან სერიოზული გაფრთხილება“ – პრეზიდენტის მიმართვა ცესკოს, საკონსულოებსა და საგარეო უწყებას

პრეზიდენტმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ სახელმწიფო უწყებების ხელშეშლის მიუხედავად, დიდი რაოდენობით ემიგრანტმა მოახერხა აღრიცხვაზე დადგომა.
შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიას გუნდის წევრზე: „ზურაბ ადეიშვილის პროკურორი არის გახარიას გუნდის მთავარი სახე, რომელიც ამავე დროს  გვემუქრება ადეიშვილის მეთოდებით – ყველას დაჭერით და დაპატიმრებით“

მისივე განცხადებით, გახარიას პარტიის ერთ-ერთი წევრი ზურაბ ადეიშვილის პროკურორია, რომელიც კვლავ ყველას დაჭერით და დაპატიმრებით იმუქრება.

შალვა პაპუაშვილი: „სალომე ზურაბიშვილს თავის განცხადებაში მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ შტაინმაიერი მიესალმა დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციის დარღვევას – მე ვერ მივიღე ჯერჯერობით ამ მხრივ განმარტება რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს“

მანვე აღნიშნა, რომ გერმანიის მხრიდან არ არის გაკეთებული განმარტება, რამდენად შეესაბამება ზურაბიშვილის განცხადება სიმართლეს.

დავით ჩიხელიძე: „ცესკო ღიაობის, სანდოობის  და გამჭვირვალობის მაგალითად იქცა, ცესკოს დაკვეთით საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტს ლაბორატორია „Pro V&V“ ჩაატარებს“

ჩიხელიძის განცხადებით, ოპოზიციის  და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან  ხშირია ცესკოზე თავდასხმის ფაქტები, რომელიც ძირითადად უარგუმენტოა და აღქმებს ეფუძნება.

ნიკა გვარამია: „ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმ პროცესით, რომელიც ახლა გავიარეთ – სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ პროცესს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს“

როგორც გვარამიამ აღნიშნა, „კოალიციას ცვლილებისთვის“ შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ შეუთავაზებია.
პაველ ჰერჩინსკი

პაველ ჰერჩინსკი: „მომავალ კვირებში საქართველოს საკითხს ევროპარლამენტი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები და ლიდერები განიხილავენ… ეს კარგი ნიშანი არ არის“

„ეს არის ძალიან დრამატული გადაწყვეტილება, მაგრამ საქართველო-ევროკავშირის დღევანდელი ურთიერთობის რეალობაა, რომელიც ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ შეიცვლება“.

ზაალ ანჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე: „ეს იქნება სალომე ზურაბიშვილისთვის ისეთი ტვირთი, რომელსაც ის ვერასდროს მოიცილებს, ისედაც განულებული პოლიტიკურად, უკვე მინუსებში გადავა“

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, „ტექნიკური მთავრობის“ იდეით, სალომე ზურაბიშვილი და მის ქარტიაზე ხელმომწერი რადიკალურ ოპოზიცია, ქმნიან ძალიან საშიშ და მავნე პრეცედენტს,  რომლითაც  ცდილობენ კონსტიტუციის ველიდან გაიყვანონ უკვე მთელი ქვეყანა.
მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე: „დღეს, საზოგადოებას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამას გავაცნობთ. საზოგადოებას, რომელმაც უკვე იცის, რომ ჩვენი დასანქცირების თუ გარედან ისტერიული შემოტევების მთავარი მიზეზი რუსეთთან ომის არდაწყება და სანქციების არდაწესებაა“

„გულწრფელად მიკვირს იმ „პოლიტიკოსების“ თუნდაც მცირერიცხოვანი ამომრჩევლის, რომლებიც მათ გარდაუვალი შიმშილისთვის ან სიკვდილისთვის სწირავენ“.

„ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს საქართველოში საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს მთავრობამ წინააღმდეგობაშია ევროკავშირის ძირითად ღირებულებებთან“ – პაველ ჰერჩინსკი

მისი თქმით, გასული წლის დეკემბერში, საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ქართველების დიდი უმრავლესობისთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.