LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები თელავის მუნიციპალიტეტში გრძელდება

ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტში, ეთნიკური უმცირესობის სოფელ ყარაჯალაში, მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ხულოში ვახტანგ ბერიძე, ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობასა და მოსახლეობის ჩართულობის როლზე საარჩევნო პროცესში.

„ქართველი ხალხი არის ევროპელი და ევროპის კარი ღიაა, ამისთვის საჭიროა ცვლილების გაკეთება, ხმების დაცვა და ევროპა გახდება ჩვენი ნაწილი“ – ელენე ხოშტარია

მისივე თქმით, „ცვლილება გვინდა არა ჩანაცვლებისთვის, არამედ ცვლილებისთვის, ევროპული მომავლისთვის, სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ 26-ში“.
ზურაბ ჯაფარიძე

„მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება“ – ზურაბ ჯაფარიძე

მისივე თქმით, პრობლემაა, რომ ქვეყანამ მმართველობის სისტემა ვერ შეცვალა, რომ დაიწყოს რეალური ცვლილებები.

„თბილისი ყველას ქალაქია, გარდა სიძულვილისა, გარდა დაპირისპირებისა. ამ ქალაქში ყველამ სიამაყით უნდა ვიცხოვროთ“ – ნიკა მელია

ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

„ხალხის წინააღმდეგ სანქციები კატეგორიულად მიუღებელია, მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის ხალხმა საფასური არ უნდა გადაიხადოს“ – თეონა აქუბარდია

მისივე თქმით, არჩევნები უნდა იყოს შესაძლებლობა ხალხის მხრიდან ქვეყნის მომავლის განსასაზღვრად.

„მაგიდაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დევს „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გამო – მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, ხმა ამოიღეთ! კარგად იცით, რას ნიშნავს სანქციები, უვიზო მიმოსვლის შეჩერება!“ – გიორგი ვაშაძე

მისი თქმით, საქართველოს ევროპაში უვიზო მიმოსვლას საფრთხეს უქმნის „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, ეს გამოაქვეყნეს ევროპელებმა და ეს თქვა ევროკავშირის ელჩმა.

ირაკლი კირცხალია: ვერც ერთი სანქცია ვერ შეაშინებს ვერც ბიძინა ივანიშვილს და ვერც ჩვენ – მისი გუნდის თითოეულ წევრს, ასე რომ, ძალიან არაეფექტურია სანქციების ენით საუბარი, ვერ შეგვაცვლევინებენ იმ მშვიდობის პოლიტიკას რითაც იმართება ჩვენი ქვეყანა

ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების შესაძლო დაწესებაზე საუბრისას განაცხადა.

ზაალ ანჯაფარიძე: ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროპის და აშშ-ს ბოლო დემარშების ფონზე, მიხვდით ბოლოს და ბოლოს მიუხვედრელნო, რომ საქართველოს არ შეიძლება ჰყავდეს მუდმივი მეგობრები და მტრები!!!

მისვე თქმით, თუ მოხდება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება , ეს კიდევ უფრო გაამყარებს ბიძინა ივანიშვილის დიდ მხარდაჭერას საზოგადოებაში.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხაშურისა და ქარელის დელეგატი ზაალ დუგლაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დელეგატმა შეაჯამა სოფელში განხორციელებული პროექტები.

„ქართული ოცნების“ შეხვედრები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნინოწმინდის სოფლების მოსახლეობასთან გრძელდება

ახალქალაქისა და ნინოწმინდის დელეგატი სამველ მანუკიანი, ნინოწმინდის სოფლების: დიდი და პატარა ხანჩალის, კათნატუს, ხორენიასა და ჯიგრაშენის მოსახლეობას შეხვდა.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

"გულახდილად ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე და დავსახეთ მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხების დროულად მოგვარების გზები"

გია აბაშიძე: კოლონიალისტებს ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” ისე ეჯავრებათ, რომ ნებისმიერ უსაქციელობას ჩაიდენენ – სანქციებით ვის აშინებენ, იმ გულანთებულ მამულიშვილს, რომელმაც საქართველო არ დათმო გასაჯიჯგნად?

აბაშიძის განცხადებით, ივანიშვილი ისედაც იმყოფება არაფორმალური სანქციების ქვეშ

ლევან ნიკოლეიშვილი – ამერიკელებმა თუ რეალურად გადადგეს ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილის დასასანქცირებლად ეს იქნება მტკიცებულება, რომ ჩვენი ომში ჩართვა მართლაც უნდოდათ

ნიკოლეიშვილის თქმით, დროა ვიფიქროთ ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსზე

ნინო ფოჩხუა: როგორ ჰგონიათ მავანთ რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელონ, ივანიშვილის მხარდამჭერთა რიცხვი შემცირდება? პირიქით მოხდება, რადგან მის მშვიდობის და შენების პოლიტიკას უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს და სანქციებით შანტაჟი კიდევ უფრო გაამყარებს მის მხარდაჭერას

ფოჩხუას თქმით, თუ აშშ მართლა ფორმალურად გააფორმებს სანქციებს, ეს უკვე ნამდვილად იქნება 26 ოქტომბრის არჩევნებში ჩარევა