LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე – დღეს დასავლეთის ფსევდო დემოკრატიიდან დაქროლა 30-იანი წლების ბოლშევიკურმა სიომ. დღევანდელი სტანდარტით, მართალია მათთვის „მიუღებელი“ პირების მიმართ, დახვრეტა ჯერ არ მოუთხოვიათ, მაგრამ ლამაზი შეთავაზებული სიტყვით („სანქციით“) უსასტიკესად სჯიან

“დასავლელი „დემოკრატების“ მხრიდან მიმდინარეობს ბოლშევიკური დევნა განსხვავებული პოზიციის აზრის გამო"

ბიძინა გიორგობიანი მაკკეინის ინსტიტუტის რეკომენდაციებზე: არავითარი სივრცე არ რჩება სპეკულაციებისათვის, რომ საქართველოში პროგნოზირებული, ვაშინგტონიდან მართული რევოლუციური გაგრძელება, თითქოს „შეთქმულების თეორიაა“

გიორგობიანის განცხადებით, უკვე ყოველგვარი ეჭვი გაიფანტა არჩევნების შემდგომი მოვლენების განვითარების თანმიმდევრობის შესახებ

ზაალ ანჯაფარიძე მაკკეინის ინსტიტუტის შეფასებაზე: მინდა ვკითხო აქედან საქართველოს სამოქალაქო სექტორს – ეს მხოლოდ რამდენიმე თქვენი NGO-ს მოთხოვნაა, თუ მთელი სამოქალაქო სექტორი იზიარებს მათ მოთხოვნას, რომ საქართველოს მოქალაქეები დაისაჯონ ევროპასთან უვიზო რეჟიმის გაუქმებით?!

ექსპერტის თქმით, ბოლო კითხვებიც ქრება იმასთან დაკავშირებით თუ სინამდვილეში ვინ და როგორ ერევა არჩევნებში
ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების პროცესზე – „ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი-კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება“

ბიძინა ივანიშვილი

„აშშ-მა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა“ – ამერიკის ხმა

როგორც სტატიაშია ნათქვამი, აღნიშნული ინფორმაცია „ამერიკის ხმას“ აშშ-ის მთავრობის მაღალი თანამდებობის ორი პირი და ადმინისტრაციასთან დაახლოებული კიდევ ორი წყარო უდასტურებს. აქვე აღნიშნულია, რომ სანქციების პაკეტზე მუშაობას ამერიკის ხაზინის და სახელმწიფო დეპარტამენტები წარმართავენ.

„პოლიტიკური სიყვარული ქორწინებით ვერ დაგვირგვინდა“ – რატი ბრეგაძე გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეზე

მინისტრი ნახევრად ირონიულ პოსტში წერს, რომ ანაკლიის აფიორის თანხაც დასაბრუნებელია სახელმწიფოსთვის და „ახლა პაემანზე დახარჯული თანხების გაპროცენტებაზე მიდის გამალებული მუშაობა“.
მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე გახარიას მოთხოვნებზე: „ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „მტკიცე” და „პრინციპულ” მოთხოვნას და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი ნაცებთან კავშირს გაწყვეტენ და მათი კოალიციაც გამორიცხულია“?!

„ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ მგონი“

„იმ შემთხვევაში თუ ვითარება გაუარესდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ ჩვენი ხელსაწყოების სხვადასხვა ელემენტი და თავისუფალი სავიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება ერთ-ერთი მათგანია“ – პაველ ჰერჩინსკი

მისი თქმით, ევროკავშირი აკვირდება პროცესებს და იმედი აქვს, რომ საარჩევნო პროცესი იქნება მშვიდობიანი, თავისუფალი და სამართლიანი.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დიმიტრი ხუნდაძე შეხვედრებს  დუშეთის მუნიციპალიტეტში აგრძელებს

დელეგატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა ქვეყანაში მშვიდობის მნიშვნელობაზე, ასევე სოფლებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
ვლადიმერ ბოჟაძე

„ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას ალტერნატივა არ აქვს“ – პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს გლდანში აგრძელებს

„ადგილობრივი მოსახლეობისთვის საინტერესო საყოფაცხოვრებო საკითხების განხილვის შემდეგ, მოქალაქეებს მშვიდობის მნიშვნელობაზე ვესაუბრეთ“
პაველ ჰერჩინსკი

პაველ ჰერჩინსკი: „თუ არჩევნები არ ჩაითვლება სამართლიანად და თავისუფლად, სამწუხაროდ, იძულებული ვიქნებით, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ზომები – ის, რაც წარსულში სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ბელარუსთან დაკავშირებით გავაკეთეთ“

„ჩვენ არ ვაღიარეთ არჩევნები ბელარუსში, იქ არჩევნები მოიპარეს და ამიტომ ჩვენ წარვადგინეთ სხვადასხვა ზომების ფართო სპექტრი, სანქციების ჩათვლით.“
გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე: გვსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ბოლო დღეების განმავლობაში უცხოური ძალის მხრიდან საქართველოში წინასაარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობის და სხვა წინასაარჩევნო დარღვევების შესახებ

მისი თქმით, ბოლო თვეებში გახშირდა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციების დაწესების მუქარები, ასევე, ვიხილეთ უცხოელი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოში მმართველი გუნდის საწინააღმდეგო აგიტაციის მიზნით იყო ჩამოსული.
ირაკლი ხელაძე

„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ზღვისუბნის მოსახლეობას შეხვდა

„26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ ღირსეულად, დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ამ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას გააგრძელებს“