LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზონის უფროსი დიმიტრი კვანტალიანი ქუთაისში „ქართული ოცნების” შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა

აღნიშნული შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში თავად კვანტალიანმა გაავრცელა და აღიარა, რომ მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მივიდა, რადგან „ქოცური პროპაგანდის შეხვედრის წინააღმდეგია“.

„ველოდები პასუხს საჯარო დებატებზე, თუ მართალი ხართ, არ უნდა შეგეშინდეთ, თუ ტყუით, ბოდიში მოუხადეთ საზოგადოებას, რომ ბლოკავთ 14 მილიარდიან დაფინანსებას“ – გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძეს

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „14 მილიარდი ევრო შეუძლიათ მოიზიდონ ევროპული ფონდებიდან იმისთვის, რომ განავითარონ საქართველო, სოფლის მეურნეობა, წარმოება, განათლება და სოციალური მიმართულებები“.
გივი მიქანაძე

„რადიკალებისთვის მნიშვნელოვანია არა 26 ოქტომბრის არჩევნები, არამედ ისინი ემზადებიან 27 ოქტომბრიდან დესტაბილიზაციისთვის“ – გივი მიქანაძე

მან ასევე ყურადღება გაამახვილა უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაზე, რომლის სხდომებსაც მხოლოდ „ქართული ოცნება“ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე: გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ არაერთგზის დაფიქსირდა ხელოვნურად დადგმული ვითომ „აღშფოთებული მოქალაქის“ სცენები, სადაც კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფასა და ბულინგის მცდელობას

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა .

„ის რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა არის მიუღებელი და არაკორექტული, ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და მიმაჩნია, ჩვენს სამშობლოს სჭირდება ღირსეული პრეზიდენტი“ – გენო პეტრიაშვილი

გენო პეტრიაშვილი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ პოსტს აქვეყნებს, რომელიც სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ აღნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელი და არაკორექტულია.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ბერლინში გამართულ დისკუსიას სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსანი, ეკა ტყეშელაშვილი ესწრებოდა, რომელიც ამჟამად უკრაინაში, USAID-ის ანტიკორუფციულ პროგრამას ხელმძღვანელობს

კონრად ადენაუერის ფონდის და ლიბერალური თანამედროვეობის ცენტრის ორგანიზებით, ბერლინში გაიმართა პანელური დისკუსია სახელწოდებით „საქართველოს აქვს არჩევანი: ევროპა ან რუსეთი?“, რომელზეც საუბრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო.

„ქართული ოცნების“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი  წალკის მოსახლეობას შეხვდა

დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, ასევე შეაჯამა სოფლებში უკვე განხორციელებული პროექტები.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ყვარლის რაიონის სოფლებში გრძელდება

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ სანავარდოს მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი დიდი დიღმის მოსახლეობას შეხვდა

დელეგატის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს, როგორც ქვეყანაში ასევე, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

დავით ჩიხელიძე: „საქართველო-აშშ-ს ურთიერთობასთან დაკავშირებით ანა ბუჩუკურის პოზიცია დილეტანტურია, სწორედ აშშ-ს სენატში და კონგრესში მიიღეს გარკვეული ფინანსური სანქციების აქტი, რაც პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში არ ჯდება“

მისივე თქმით, სამწუხაროდ ბოლო დროს აშშ ღია ანტიქართულ პოლიტიკას აწარმოებს, რასაც ოპოზიცია არ ან ვერ ამჩნევს, მათ მიერ ხელოვნურად თავის დაბრმავება აჩენს განცდას, რომ ისინი სრულად ეთანხმებიან საკუთარი პატრონების სურვილს, მოხდეს საქართველოს დისკრედიტაცია.

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ნაძალადევის რაიონის მოსახლეობასთან გაიმართა

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე, ჯავის, გვაზაურისა და სააკაძის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა.
ანზორ ბოლქვაძე

„ჩემს შუახევში, მთისათვის დამახასიათებელი სიმტკიცითა და პრინციპულობით გამორჩეული ხალხი ცხოვრობს“- „ქართული ოცნების“ დელეგატი ანზორ ბოლქვაძე შუახევის მოსახლეობას შეხვდა

„ვისაც მჭიდრო კავშირი აქვს მთასთან, მათთვის სულაც არ წარმოადგენს სიახლეს ჩემი მოსაზრება“
გია აბაშიძე

გია აბაშიძე აშშ-ში ოპოზიციის ლიდერების ვიზიტზე – „გააფთრებულად მზარდი და უზნეო კამპანია საზღვარგარეთიდან რევანშისტების სასარგებლოდ, მიანიშნებს იმაზე, რომ აგენტოკრატიამაც ზუსტად იცის მათი გოშიების ნულოვანობა“

„გადავდოთ რეიტინგები, ნაცოპოზიციის გარდაუვალ დამარცხებაზე ორი მთავარი მოცემულობაც მეტყველებს“

სოფო ჯაფარიძე: „26 ოქტომბერს ჩვენ ვეტყვით „არას“ სიღატაკეს, იზოლაციას, უმუშევრობას, მაღალ ფასებს, დაბალ ხელფასებს… ჩვენს მოქალაქეებს ექნება ღირსეული ხელფასები, ღირსეული პენსიები, ღირსეული ჯანდაცვა, ევროპული განათლების სისტემა“

ჯაფარიძის განცხადებით, ის პრობლემები, რაც მოსახლეობას აწუხებს, 26 ოქტომბრის შემდეგ დასრულდება.

ირაკლი კობახიძე: „სალომე ზურაბიშვილი მოვიწვიეთ ოლიმპიელების დასახვედრად მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, თუმცა, მან არ სცა პატივი ინსტიტუტს და არ მობრძანდა – მას უნდა, კინკლაობაში შეგვიყვანოს, მაგრამ არ შევყვებით“

„რატომ არ დაუსვით მას კითხვა, რატომ არ სცა პატივი საქართველოს მთავრობის ინსტიტუტს. საქართველოს მთავრობა არის მთავარი ინსტიტუტი, ვინც აღასრულებს პოლიტიკას ამ ქვეყანაში.“