„რეგიონში აქტიური მუშაობა უკვე დაწყებულია. უახლოეს დღეებში ჩვენ ასევე თბილისში დავასახელებთ რვავე დელეგატს და შესაბამისად, თბილისშიც სრულად ჩაირთვება კამპანია.“
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოთარ ფარცხალაძე არის შემოქმედი იმ პოლიტიკური საქმეებისა, რომლის გამოც მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში“
მათივე ცნობით, „7 აგვისტოს ცხინვალის მასირებული დაბომბვა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილ მოღალატეობრივ დანაშაულთა მხოლოდ კულმინაცია იყო, რომელმაც შედეგად საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის დაკარგვა, მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, 400-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა და 30 ათასი ადამიანის დევნილობა მოიტანა“.
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოთხი ნომრით პროფესიონალიზმსა და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ პოლიტიკას მოიტანს.
გიგი წერეთლის თქმით, საქართველოს სიმართლის დამტკიცებას, რომ რუსეთი ოკუპანტია და მან მოახდინა ინტერვენცია 2008 წელს, წარმოუდგენლად დიდი შრომა და ბრძოლა დასჭირდა წლების განმავლობაში.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ის, რომ ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებს საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მხრიდან ოკუპაცია ეღიარებინათ და ქართველი სამხედროები ომის დანაშაულის ბრალდებაში გაემართლებინათ.