LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

„პრეზიდენტი ცდილობს კინკლაობაში ჩაგვითრიოს, თუმცა ეს ვერ იქნება ჩვენი დღის წესრიგი… 4 თვეში ახალი პრეზიდენტი გვეყოლება და ის მაინც დააჯილდოებს – კობახიძე ზურაბიშვილზე

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას ოლიმპიელების დაჯილდოებასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება თბილისის 8 დელეგატს, მათ დავასახელებთ უახლოეს დღეებში“ – ირაკლი კობახიძემ 22 დელეგატი წარადგინა, რომლებიც რეგიონებში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 22 დელეგატი წარადგინა, რომლებიც რეგიონებში „ქართული ოცნების“ სარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან.

მამუკა ხაზარაძე: „მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი დიდი ხნის მეგობარი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის იდგა იქ, სადაც ქვეყანას სჭირდებოდა“ – „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო შტაბს დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს

„კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო შტაბს დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს“ - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო

„კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“ – გაერო-ს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

„მათ დაგმეს საქართველოს განუყოფელ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების სასტიკი შეჭრა და განგძრობადი უკანონო განლაგება, რაც ეწინააღმდეგება გაერო-ს ქარტიას“.

„მადლობა უნდა გადავუხადოთ ქართველ ხალხს ნდობისათვის, ვამბობდით კიდეც, რომ ასეთი მასშტაბის ნდობა გვაქვს, ვიმედოვნებ, ეს მოიმატებს წინასაარჩევნოდ“ – ბექა ოდიშარია „გორბის“ კვლევაზე

„განსხვავებით ოპოზიციური ტელევიზიების მიერ დაკვეთილი ამ ტიპის კვლევებისგან, ისევე როგორც რადიკალების პარტიებისგან განსხვავებით, როგორც წესი, „გორბი“ ძალიან ახლოს არის ხოლმე რეალობასთან“

„საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, რესპონდენტთა 59.3% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, მეორე ადგილზე კი 13.1%-ით „ნაცმოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ გავიდოდნენ“ – GORBI

კითხვაზე: საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? მიღებული პასუხების შედეგად, პარტიების პოლიტიკური რეიტინგები ალოკაციით შემდეგნაირად გადანაწილდა:

ირაკლი ქადაგიშვილი: „ტყუილი სააკაშვილის ცხოვრების წესია – ეს ადამიანი იტყუებოდა მაშინაც, როცა ამბობდა: „მომწამლეს, მაწამებენ, არ მკურნალობენ, ვშიმშილობ”

„სამწუხარო ის არის, რომ ქართული ე.წ ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ ტყუილის გარშემოა გაერთიანებული და ცდილობენ, ამ ტყუილის გარშემო ამყოფონ საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი.”

ირაკლი ნადირაძე: „26 ოქტომბრიდან გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც წარსულში კი არ დააბრუნებს ქვეყანას და რუსული პროპაგანდის მესიჯებს კი არ გაიმეორებს, არამედ, ხალხის პრობლემებს მოაგვარებს“

როგორც მანვე აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ რუსული პროპაგანდის ხაზზე „დაჯდომა“ და 2008 წლის ომზე საუბარი სურს.

„ფედერალისტები“ – „ევროპული საქართველოდან“ წასული გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი ახალ პარტიას აფუძნებენ

„ფედერალიზმი მხოლოდ ტერიტორიული მოწყობა არ არის, ის ძალაუფლების გაწონასწორების და შეკავების საუკეთესო სისტემაა - ასეთ სისტემაში თავს ვერავინ გავა.“

„ალეკო ელისაშვილი, სრულიად ამორალური და ყველანაირი ღირსებისგან დაცლილი კაცია… ლევან ცუცქირიძე ისეთი მხდალი არარაობაა, მეზობელია და აივნიდან დამალული მისტვენდა და პროვოკაციებს მიწყობდა” – ნინო წილოსანი

„კარგად დავაკვირდეთ ამ ფოტოს. განაპირას მდგარ ორ ადამიანზე რომ არაფერი ვთქვათ, მოდით, შუა ორზე მოგიყვებით” - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

გია ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობა“  საქართველოში რუსეთის შემოსვლას და ოკუპაციას ამართლებს, როგორც ტალიავინის დასკვნაზე, ისე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელმოწერით“

„რომ არა დღევანდელი მმართველი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლა, „არავინ უწყის როგორ სამართლებრივ მდგომარეობაში იქნებოდა საქართველო“.

ბექა ოდიშარია ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე: „ხუმრობით ვეტყოდი, მხარი ხომ არ ეცვალათ შემთხვევით? – ეს გახლავთ ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი, თავს ვიკავებ, რომ უფრო მკვახედ არ მოვიხსენიო მათი საქციელი“

ჰელსინკის კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა.
ქართული ოცნება

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: „აგვისტოს ომის დასრულებიდან მალევე, სააკაშვილი, ლომაია, ყურაშვილი, გოგავა და სხვები დაუფარავად აცხადებდნენ, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის თაობაზე“

„კრებსით „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, 2008 წლის ომის დაწყებაზე საუბარი ტაბუდადებულ თემად დარჩეს, იმ ფონზე, როდესაც თავად აქვთ ხელი მოწერილი ევროსაბჭოს რეზოლუციასა და ჰაიდი ტალიავინის დასკვნებზე, რითაც ისინი ომის დაწყებას თავადვე აღიარებენ.“

ხაზარაძე-დოლიძე-ცუცქირიძის კოალიციას „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი შეუერთდა:„სამშობლოს განსაცდელის დროს, ჩვენ წყენებზე მაღლა დადგომა და ერთმუშტად შეკვრა უნდა შევძლოთ“

ელისაშვილის თქმით, მხარეებმა დაპირისპირება უკანა პლანზე გადაწიეს, რათა ქართველი ხალხისთვის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რეალური ალტერნატივა შეეთავაზებინათ.