„არ მგონია, რომ თარიღთან დაკავშირებით ეს სპეკულაციები იყოს სერიოზული. გახსოვთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ამ თარიღს აღნიშნავდნენ წლების განმავლობაში 8 აგვისტოს და რამდენიმე წლის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ თურმე 7 აგვისტოს დაწყებულა ომი“- ამის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
„16 წლის შემდეგაც რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს განუყოფელი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას, ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევითა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების სრული უგულებელყოფით“.
„როგორც კი ვინმე თავს წამოყოფს პოლიტიკურად, აუცილებლად გადაყლაპავს ხოლმე „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის მავნებლობის პოლიტიკური ძალა. ამიტომაც უნდა გასამართლდეს“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ომს შეწირული მშვიდობიანი მოქალაქეები და ჩვენი გმირი ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული ათასობით ოჯახი, გაპარტახებული სოფლები, დაკარგული ტერიტორიები, წინაპართა მიტოვებული საფლავები, დევნილობაში დაბადებული ბავშვები – აგვისტოს ომის შემზარავი შედეგები, 16 წელია, ღია ჭრილობად რჩება ჩვენი ქვეყნისთვის“ – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
„დღემდე, რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას და საკუთარი ნების დაწესებას იქ მყოფ ხალხზე, მათ შორის აფხაზეთში მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიწების რუსეთისთვის გადაცემის მოთხოვნით და ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნისადმი ნაბიჯების გადადგმით.“ - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
„პირველად, თარიღი 7 აგვისტო, გაჩნდა ევროსაბჭოს რეზოლუციაში, სადაც ეწერა, რომ ქართულმა სამხედრო ძალებმა ცხინვალი გაუფრთხილებლად დაბომბეს, რუსეთის ქმედება კი საპასუხო შეტევად იყო მოხსენიებული და „ამ ჩანაწერების მიუხედავად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეზოლუციას მხარი დაუჭირა“.
„ჩვენ ვიცით, რომ ოკუპანტი ოკუპანტია, რუსეთმა აგრესია განახორციელა, მაგრამ იმხელა თავი რომ გაბია, პოლიტიკაში ხარ და ქვეყანას ხელმძღვანელობ, უნდა იფიქრო იმაზეც, როგორ აარიდო ქვეყანას დამღუპველი ვითარება“.