LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

„გიორგი ვაშაძემ სხვებისათვის მოწოდებების გაკეთებას თავი დაანებოს! ჩვენ ჩვენს საქმეს როგორმე მივხედავთ! არჩევნებში დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას“ – ლილუაშვილი ვაშაძეს

„ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა! ჩვენ არჩევნებში დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას“ - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

„ამ არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ – კობახიძე ვაშაძის განცხადებაზე, „ლელოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ გაერთიანებისკენ მოწოდებაზე

„ჩვენ, დღევანდელი მოცემულობით, გვაქვს დაახლოებით 60%-იანი მაჩვენებელი. ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა გაერთიანდეს რომელიმე ოპოზიციური პარტია სხვა პარტიებთან, რა თქმა უნდა, საერთო კონფიგურაცია ვერ შეიცვლება, საერთო კონფიგურაცია არის ის, რომ ამ არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე: „გამჭვირვალობის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება, სალომე ზურაბიშვილმა კი აღიარა, რომ ქვეყანას ჰყავს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი“

„შეუძლებელია უბრალოდ იმის მტკიცება, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი, სამართლებრივად არის არასწორი. ამის მტკიცება არის უბრალოდ შეუძლებელი.“
გრიგოლ გეგელია

გრიგოლ გეგელია: „მოლაპარაკებები მიმდინარეობს პოლიტიკურ სუბიექტებთან, მათ შორის არიან დამოუკიდებელი დეპუტატები და პოლიტიკური აქტორები“ – ვინ უერთდება „ლელოს“ პოლიტიკურ პლატფორმას?

„რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მათ შორის არიან დამოუკიდებელი დეპუტატები ისევე, როგორც პოლიტიკური აქტორები“ - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

„საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა… ჩვენ უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, თუკი ის არ გადაწყვეტს, რომ გაატაროს ის საერთო ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ” – ლატვიის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობაზე

„საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა” - ამის შესახებ „ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციას ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა განუცხადა.

„როგორც კი შეატყვეს, რომ თავად ამერიკაშიც უკვე საზოგადოება ფიქრობს პრეზიდენტად, დიდი ალბათობით, ტრამპი გავა, მოვიხედეთ და „რესპუბლიკელების“ ყრილობაზე აღმოჩნდა, სადაც, 12-14 საათში უღალატა უკვე ბაიდენს და ჩაეხუტა ტრამპს ბოკუჩავა“ – მაჭარაშვილი ბოკუჩავაზე

„ბოკუჩავა და მთლიანად კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ტრამპს და ორბანს მოიხსენიებდნენ, როგორც პუტინის მხარდამჭერებს და პუტინისტებს“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„რა ინგრედიენტებითაც არ უნდა ხდებოდეს ოპოზიციური კერძის მომზადება, არის განწირული“ – წილოსანი ოპოზიციაზე

„დაჯგუფება, რომელსაც ერთ შემთხვევაში გვარამია-მელია, გირჩები და „დროას“ ვხედავთ, არის სრულიად ამორალური და პოლიტიკურად უზნეო პოლიტიკური ჯგუფების გაერთიანება“ - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი: „ქართული ჯარისთვის ფულის მოპარვაში დამნაშავედ ცნობილი დავით კეზერაშვილი თავს ევროკავშირს აფარებს… დამნაშავის შეფარება არ არის ევროპული ღირებულება“

„ევროპულ ღირებულებებზე როდესაც იქნება საუბარი, არ დაგვავიწყდეს, რომ სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ ქართული ჯარისთვის ფულის მოპარვაში დამნაშავედ ცნობილი დავით კეზერაშვილი თავს ევროკავშირს აფარებს“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ნათია მეზვრიშვილი

„ოცნება“ ვაჭრობს პატიმრებთან, მათი ოჯახის წევრებთან.. ვისურვებდი, ამნისტიის კანონპროექტზე პრეზიდენტმა ვეტო გამოიყენოს“ – ნათია მეზვრიშვილი

მისი თქმით, ამნისტიის კანონი მხოლოდ მას შემდეგ უნდა მიიღონ, როდესაც „ქართული ოცნება“ შესაბამის კვლევას წარმოადგენს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამნისტია უსამართლო და შერჩევითი იქნება.

„როგორც ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს, ისე არ მწყინს თქვენგან შეურაცხყოფა“ – აქუბარდია იონათამიშვილს

„ბატონო რატი, თქვენგან შეურაცხყოფას მიჩვეული ვარ და როგორც ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს, ისე არ მწყინს თქვენგან შეურაცხყოფა! - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ მმართველი გუნდის წევრს, რატი იონათამიშვილს პლენარულ სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე განხილვისას.
ირაკლი ზარქუა

„მოგიჭირეს ერთ ადგილას და მიხვდი, რომ სხვანაირად უნდა იჭიკჭიკო? შუბლის ძარღვი არც ჰქონია არასდროს, მაგრამ მგონი, იქ შიგნით თუ აქვს რამე ძვალი, ისიც გაწყვეტილი აქვს, ძარღვი არა, ძვალიც“ – ირაკლი ზარქუა ნიკა გვარამიაზე

„გვარამიას მივმართავ: შე ზონდერო შენა, შე ზონდერო პროკურორო, როგორ გძულს ქართველები, ქართული ტრადიცია, ყველაფერი ქართული, ქართული ინტერესები“.

„ნიკა გვარამია გამოსწორდა, ადრე ცუდად იქცეოდა და ახლა კარგად იქცევა. ციხეში გამოსწორდა… მადლობა „ქართულ ოცნებას? არ ვიცი, როგორც გინდათ, ისე გაიგეთ“ – ხვიჩია გვარამიაზე

„გვარამია ციხეში იჯდა და რომ გამოვიდა, თქვა, ადრე ცუდად ვიქცეოდი, დააბრალეთ იმას, რომ მაშინ მაინცდამაინც კარგად არ ვიყავიო. ანუ ადამიანმა რა თქვას, ამბობს, არ ვიყავი კარგად, რაღაცებს ვურევდიო და მე როგორ გავაკრიტიკო ცუდად მყოფი ადამიანი“ – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე მასშტაბური დამნაშავე და კრიმინალი ამ ქვეყანაში. ამნისტია ასეთ დამნაშავეებს არ უნდა ეხებოდეს“ – რატი იონათამიშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

საქართველო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეკლარაციას შეუერთდა

მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის ლიდერმა მხარი დაუჭირა დოკუმენტს, რომელიც მიმართულია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტისა" და მისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ.