LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

„ქართული ფილმის სცენარი მახსენდება… ეს არის მუდმივი კონსპირაცია, დეზინფორმაცია რუსული სტილის პროპაგანდა… არც ერთი ამ გამოძიების დასრულება არავის ახსენდება… რთულია, ფაქტების გარეშე ნდობა გაგიჩნდეს“ – როგორ აფასებს ოპოზიცია სუსის განცხადებას

სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან

ვიდეო: „უკაცრავად, მაგრამ არც ერთხელ ოპოზიციას არ გვითქვამს, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს რუსეთს, ეს მათი [„ქართული ოცნების“] სიყალბეა… ეს არის ტყუილი“ – გიორგი ვაშაძე

„რუსეთის მიმართ სანქციების წინააღმდეგი ვიყავი ყოველთვის, ვაჭრობასაც ვაპირებთ და ყველაფერს, ახსენით რას გულისხმობდით“ - ასე მიმართა „ერთიანობის“ ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ვაშაძეს ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

პრემიერი: „ევროკომისარმა ტერაქტთან დაკავშირებით გამაფრთხილა… ბოლო პერიოდში ორი ტერაქტი განხორციელდა, სლოვაკეთსა და აშშ-ში, ის გამოძიება, რომელიც სუსშია დაწყებული, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოსთვისაც ეს საფრთხეები აქტუალურია – გასაკვირი არაა, რომ ივანიშვილი იყო შესაძლო აქტის ადრესატი“

პრემიერმა სუსის მიერ „ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებზე“ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ადვოკატები დღეების განმავლობაში მალავდნენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმე ტერორიზმის მუხლითაც იყო აღძრული.
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: „დღევანდელი მოცემულობით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა დაახლოებით 60%-ია, თუმცა ეს გარემოება მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს“

„იმ პირობებში, როცა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ყველა მათი პარტია ერთად 30% -საც ვერ აგროვებს, ისინი ორმაგად არიან მოტივირებულები, რომ მოაწყონ ასეთი ტიპის პროვოკაციები“.

„იმედი მაქვს, სუს-ი ნათელს მოჰფენს ფაქტს, რასაც ჰქვია საქართველოში გადატრიალების მოწყობა ტერორისტული აქტის მომზადებით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“ – გურამ მაჭარაშვილი

მაჭარაშვილის თქმით, ინფორმაცია, რაც მათ აქვთ დამადასტურებელია იმისა, რომ ხელმოცარული, დამარცხებული ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები რევოლუციების მოწყობას ცდილობენ და მომავალშიც შეეცდებიან.

„ძლიერი საქართველოსთვის“ – მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში „მოქალაქეების“ ლიდერ, ალეკო ელისაშვილთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით - „ძლიერი საქართველოსთვის“.

„ამასაც კადრულობენ, რადგან ფსევდოლიბერალური ფაშიზმი სწორედ ამას მოიცავს – ბინძური პოლიტიკური ზრახვები აქვთ“ – რას ამბობს მამუკა მდინარაძე გიორგი გველესიანის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟზე

„ვინც მათ არ დაეთანხმება, ყველა უნდა აბულინგონ, მაგრამ ასე არ არის - არ გამოუვათ არც მკვლელობები, რომელიც სადღაც დაიგეგმა, არც სხვა ქვეყნებში გამოუვიდათ საბედნიეროდ.“
მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე: „რაც უნდა რუსული გვეძახონ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მართლები ვართ და საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ სხვისი შვილებისთვის“

„იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დამოუკიდებელი იყოს, საკუთარ ქვეყანაში მიიღოს მისმა ხელისუფლებამ გადაწყვეტილებები, ამისთვის ჩვენი შვილების ინტერესებიც გაგვიწირავს თურმე ხომ?“

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები, თავად მოწმეები აქცენტს აკეთებდნენ შეთქმულების მუხლზე და ტერორიზმს არ ახსენებდნენ, რაც, სულ მცირე, ძალიან საეჭვოა, ყველამ იცოდა, რაში იყო საქმე“

„ტელევიზიები, პოლიტიკოსები, თავად მოწმეები ამაზე კომენტარის გაკეთებას ერიდებოდნენ, რატომ არ ამბობდნენ ამ ყველაფერს? სულ მცირე, ძალიან საეჭვო არ არის? ამაში გაიშიფრნენ ისინი“.

საბა ბუაძე: „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც 51-ე საჯარო სკოლაში იყო დასაქმებული, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს“

სკოლასთან გამართულ ბრიფინგზე ბუაძემ განაცხადა, ხელისუფლება განათლების სისტემის საკუთარი ვიწრო, პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს.

გია ჯაფარიძე: „26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ ერთიანობით უნდა დავამარცხოთ, მოვხსნათ ის წინაღობა, რომელიც გვაშორებს ევროპის კავშირს და საქართველო დავაბრუნოთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში“

„გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ხელისუფლება კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა გავიდა.“

„ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ თვითნებურად აღიჭურვა თავი, გააკონტროლოს, ვინ შეიძლება დანიშნოს პრეზიდენტმა და ვინ არა“ – შესარჩევი კომისიის შეფასებით, წიქარიშვილის დანიშვნის გაუქმებით სასამართლო კონსტიტუციას უხეშად არღვევს

„ეს გადაწყვეტილება არის სახიფათო და დამაზიანებელი პრეცედენტი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და რომლითაც ზიანდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულება და ღიაობა.“

როგორ ეხმაურებიან იუსტიციის საბჭოში კახა წიქარიშვილის დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულება შეჩერებას: „ამ გადაწყვეტილებით საქალაქო სასამართლომ კონსტიტუცია გააუქმა, რათა კლანი იყოს კომფორტში“

სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეჩერდა როგორც კახა წიქარიშვილის სასამართლოში დანიშვნაზე განკარგულება, ასევე, პრეზიდენტს აეკრძალა 5 თვით ახალი კანდიდატის დანიშვნაც.

ნინო წილოსანი: „ყველაფერი კეთდება, რომ გამჭვირვალობის პრინციპი გააშავონ – პიარულად მომგებიანია ის, რომ ახლა, ამ ეტაპზე, მათ საკონსტიტუციო სარჩელები შეიტანონ“

„პრეზიდენტის სარჩელის შემდგომ როგორც ვიცი, სხვა სარჩელებიც შედის. რაც უფრო მეტი სარჩელი შევა, მათი აზრით, უფრო უკეთესი „ჰედლაინი“ გავა მედიასივრცეში, რომ მასიურად აპროტესტებენ ამ კანონის ამოქმედებას.“

„ჩემთვის შოლცი არალეგიტიმურია! ღირსება არ გააჩნია! მეორე, საფრანგეთის ის რომ არის – მაკრონი! ბიჭო, საკუთარი მოსახლეობა არ გენდობა… უსამართლობას არ გავუტარებთ“ – ზარქუა მაკრონს და შოლცს

„როცა მორალს მე შოლცი წამიკითხავს, რომელიც საკუთარ ქვეყანაში, პარტიაში ბოლო ადგილას გავიდა, ღირსეული ლიდერი გადადგებოდა და წავიდოდა. ღირსება არ გააჩნია!მეორე, საფრანგეთის ის რომ არის - მაკრონი! ბიჭო, საკუთარი მოსახლეობა არ გენდობა“ - აღნიშნული განცხადება მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მისამართით გააკეთა.

„გამოკითხულთა 21%-ის თქმით, ოცნება მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოსაა, 31% კი ამბობს, რომ ასეთი პარტია არ არსებობს“ – კავკასიის ბარომეტრი

კავკასიის ბარომეტრი CRRC-ის მიერ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულებების შესახებ ჩატარებული შინამეურნეობების ყოველწლიური კვლევაა.