„ჩვენ გავაკეთეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც იქნება ვეტო დადებული, მზად ვართ, კიდევ ერთხელ მოვისმინოთ ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან, თუკი არსებობს რაიმე არგუმენტი თუ რატომ არ უნდა მივიღოთ კანონი“.
„ევროკავშირი ფიქრობს პასუხის მთელ პალიტრაზე - დაწყებული განცხადებებით, დასრულებული ძალიან მკაცრი ზომებით, ინდივიდუალური სანქციებით იმ 83 ადამიანის მიმართ, რომელთაც ევროკავშირის ვიზის რიგში დგომა მოუწევთ“
„გამოდის, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც უდიდესი მონაპოვარია, ქართველი ხალხის დამსახურება, გამოუყენებელი დარჩება, რადგან ჩვენ ამ სტატუსს მოლაპარაკებების დასაწყებად ვერ გამოვიყენებთ“.
„ვინც ხვალ რუბიკონს გადალახავს, მან უნდა იცოდეს, რომ ვერანაირი „ბიძინა მავალებდა, მაშანტაჟებდა”, ვერანაირი შეძრომა-გამოძრომა, თავზე ნაცრის დაყრა ვერ უშველის, რადგან ჩადიან დანაშაულს, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არა აქვს.“