როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 17 სახელმწიფოს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გართულებულ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ამ მოცემულობის პირველწყარო, რომელიც ხელის გულზე დევს“.
„ზოგადად, არის ერთი დიდი უსამართლობა, რომელიც ასახულია ამ დოკუმენტში. უამრავი კონკრეტული დამახინჯებული ფაქტებია წარმოდგენილი ამ ანგარიშში, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას, ბუნებრივია, ექნება თავისი შეფასება“ - თქვა ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე.