LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

ლაშა დარსალია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა

როგორც უწყებაში განმარტავენ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 82 ხმით, 10-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებასა და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალ სხვა კანონპროექტებს.

პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნა

კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.

განათლების მინისტრის მოადგილე: მიმდინარე წელს, აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების გარდა, დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ

როგორც მან პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას აღნიშნა, აბიტურიენტებს, გასული წლების მსგავსად, წელსაც არ ექნებათ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების არჩევისას შეზღუდვა.
გიორგი სიორიძე

გიორგი სიორიძე: „გრანტებთან დაკავშირებული ცვლილებები თავისი შინაარსით უფრო მძიმე შედეგების მომტანია, ვიდრე „რუსული კანონი“ – საქართველო ახლა გადის იმ გზას, რომელიც პუტინის რუსეთმა გაიარა

სიორიძის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს არც ქართველი ხალხის და არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აზრი.

ირაკლი კირცხალია: შემაშფოთებელია ის, რომ შვედეთში გაზრდილია კრიმინალის მაჩვენებელი, გვაშფოთებს ეკონომიკური სტაგნაცია თქვენს ქვეყანაში, ასევე ის, რომ თქვენს მოქალაქეებს ხანგრძლივი ლოდინი უწევთ მკურნალობის მისაღებად

„მოგიწოდებთ, დროს ნუ დახარჯავთ საქართველოში არარსებულ პრობლემებზე შფოთვაში და სჯობს იმ მძიმე და ობიექტურად შემაშფოთებელი გამოწვევების მოგვარებაზე იზრუნოთ, რის წინაშეც დღეს თქვენი სახელმწიფო დგას“, - აღნიშნა კირცხალიამ.
ირაკლი კირცხალია

ირაკლი კირცხალია: დღეს საქართველოში ადამიანის უფლებები იმაზე უკეთაა დაცული, ვიდრე მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების ინიციატორი ქვეყნების დიდ ნაწილში, არავისთან არაფერი გვაქვს დასამალი – ჩამობრძანდნენ „ეუთოს“ წარმომადგენლები და იკვლიონ რაც სურთ და რამდენ ხანსაც სურთ

როგორც ირაკლი კირცხალიამ აღნიშნა, უცხო ქვეყნის წარმომადგენლების შეშფოთება, „რომელიც არაობიექტურ ინფორმაციას ეფუძნება, აბსოლუტურად უსაგნო და არარელევანტურია“.
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: მშვიდობა ქმნის პროგნოზირებადობას, პროგნოზირებადობა ინვესტიციებს, ინვესტიციები კი, ეკონომიკურ ზრდას – რაც ნამდვილად გამოარჩევს საქართველოს, არის არა მხოლოდ ის, რაც შევქმენით, არამედ ის, როგორ ვურთიერთობთ მსოფლიოსთან

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველომ შეინარჩუნა მაკროეკონომიკური დისციპლინა, ინვესტორთა ნდობა და მშვიდობა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონში.
დავით შარაშიძე

„სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ ღირსეული ოჯახის წევრი… ერთი ფეხის გადაბრუნებით ნუ განსჯით ადამიანს“ – ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, დავით შარაშიძე, რომელიც პოლიციელზე ძალადობისთვის იყო დაკავებული, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

ზვიად გაბისონია: ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებით მივიღებთ ძალიან ძლიერ ფლაგმან უნივერსიტეტს, რომელსაც ექნება შანსი, საუკეთესო რეიტინგებში მოხვდეს

„დღეს ვხვდებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და პოზიციების შეჯერების ეტაპზე ვართ“, - აცხადებს განათლების მინისტრის მოადგილე
მაკა ბოჭორიშვილი

„ეს საუკეთესო შესაძლებლობაა სხვადასხვა სახელმწიფოებთან პოლიტიკური დიალოგის საწარმოებლად“ – მაკა ბოჭორიშვილი პრემიერ-მინისტრის მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობასთან დაკავშირებით

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრი სამიტის ფარგლებში ჩართული იქნება სხვადასხვა ღონისძიებაში და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.

ირაკლი კობახიძე დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრემიერი 3 თებერვალს მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოვა.

შალვა კერესელიძე: პიარული ხასიათი თუ არ ექნება, კომისია შეძლებს, ხალხმა ფასების კლება სწრაფად იგრძნოს

ფასების დარეგულირება რთული საკითხია, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე, - აცხადებს „გახარია საქართველოსთვის“ წევრი

„ეს გამჭვირვალობა არ არის, ეს ქვეყანაში განსხვავებული აზრის მოგუდვაა…“ – გიორგი შარაშიძე „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე

ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ „გრანტების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებაზე საუბრისას განაცხადა.

ნინო წილოსანი: „სტუდენტები, ალბათ, უნივერსიტეტების გაერთიანებით ყველაზე მოგებული და გახარებული აღმოჩნდებიან, რადგან დიპლომებს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით მიიღებენ“

ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

„გახარია საქართველოსთვის“ – მზად ვართ ერთი-ერთზე ან ნებისმიერ სხვა შესაბამის ფორმატში პირდაპირ ეთერში დავუჯდეთ დებატებზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დებატებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.