მიხაელ გალერის ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ ჩირქს სცხებს იმ ქვეყანას, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგსა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში საქართველოში მოქმედი საწვავის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
„ყოველთვის ვამბობთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცეთ, ამის საპირისპიროდ ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის მხრიდან, ყოველგვარი დიალოგის დაბლოკვას“ - ამბობს პაპუაშვილი.
„ეს მექანიზმი გამოიყენება იმ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც სახეზეა ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის მასობრივი, სისტემური დარღვევები“ - აცხადებს გრიგოლ გეგელია.
პაპუაშვილის შეფასებით, ეს არის საერთაშორისო თაღლითური სქემა საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით საქართველოში პოლიტიკის დაფინანსების, საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მცდელობისა.
„ჩვენ გვჯერა, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, სტაბილურობა და განვითარება ევროპის კეთილდღეობის საფუძველია“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანთან, ლაზარ კომანესკუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.