LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

გია ვოლსკი

გია ვოლსკი: „ყოველგვარ ლოგიკას სცდება პარტნიორების განცხადებები, რომ ქვეყანა არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით უნდა მართონ და ამ ჯგუფებით დააფინანსონ ექსტრემისტული პროცესები… წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა მარტა კოსმა“

ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძე: „ჩვენი ამოცანაა, საქართველოსა და აშშ-ს შორის შეწყვეტილი პარტნიორობის შეთანხმება აღდგეს, აშშ-ს შეუძლია, ის ნაბიჯები გადადგას, რაც შესაბამის პირობებს შექმნის“

„ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია, ის ნაბიჯები გადადგას, რაც შესაბამის პირობებს შექმნის, რათა აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული შეთანხმება შედგეს“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.
ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი: „როდესაც ჩვენ ჩინეთთან გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობა, დასავლეთი გვაკრიტიკებდა, აღმოჩნდა, რომ ჩინეთთან პარტნიორობა და თანამშრომლობა ყველას სასიცოცხლოდ სჭირდება, მით უმეტეს, ევროკავშირს“

ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს და ჩინეთის პრეზიდენტთან ევროპელი ლიდერების ვიზიტს ეხმიანება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება.

ლევან ჟორჟოლიანი აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა: „ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობის საკითხი“

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები.

ირაკლი კირცხალია – მაია სანდუმ თავისი განცხადებებითა და ქმედებებით გააუქმა თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი, ასეთი ადამიანი რომ სუვერენულ ქვეყანაზე აკეთებს განცხადებას, ანეკდოტური პასაჟია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებაზე ისაუბრა, რომლის თქმითაც – „რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“.

პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა.

საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის წევრებს შეხვდა

2026 წლის 28 იანვარს, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის წევრების ორპარტიულ დელეგაციასთან.
ირაკლი კირცხალია

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, დასჯადი ხდება გარე ლობიზმი

კირცხალიას განმარტებით, წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, აგრეთვე ზუსტდება გრანტების განმარტება. ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ასევე, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი.
ევროპარლამენტი

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „ევროკავშირის გაფართოების სტრატეგია“ დაამტკიცა

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იგი საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის შემდგომი გაუარესების შესახებ 2025 წლის 13 თებერვლის რეზოლუციას ითვალისწინებს.

„ყველა აფთიაქს ექნება ვალდებულება, რომ გარკვეული ასორტიმენტის მედიკამენტები მარაგში ჰქონდეს“ – მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძის თქმით, სააფთიაქო ქსელებს, უნდა ჰქონდეთ გარკვეული პასუხისმგებლობა და გაიაზრონ, რომ მედიკამენტების დეფიციტის საკითხი საჯარო პოლიტიკის ნაწილია, მისი რეგულირება კი აუცილებელი.
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: „სააფთიაქო ქსელებში ხდება სხვა პროდუქტების რეალიზაციაც, სადაც ვნახეთ, რომ საკმაოდ დიდია ფასთა შორის სხვაობა“

მიმდინარე კვირას სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში შეხვედრა ასევე გაიმართება საწვავის ფასებთან დაკავშირებით.
თინა ბოკუჩავა

თინა ბოკუჩავა: „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შეშფოთების საგანია ივანიშვილის რეჟიმის მიერ მოსახლეობის წინააღმდეგ შესაძლო ქიმიური იარაღის გამოყენება“

„აქტიურად ვმუშაობთ, რომ შესაბამისი პირები პასუხისგებაში მიეცნენ“ - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.
შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი: „ჩავხედე ვაშინგტონის ამინდის პროგნოზს და მზიანი, უნალექო ამინდია – ვერ გეტყვით ჰელსინკის კომისიის სხდომის ან მოწვევა რა იყო, ან გადადება“

ინფორმაციისთვის, 28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი იყო ჩანიშნული

„ქართული ოცნება“ – დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია

„საქართველომ შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით 92 პროცენტი მიიღო და მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-17 ადგილზე გავიდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.