LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალი

POG: უცხო ქვეყნის მოქალაქის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 19-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2023 წლის 25 აპრილს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

„მწუხარებას გამოვთქვამთ გორში ტრაგიკული ინციდენტის შედეგად სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ ირაკლი აფრიამაშვილის გარდაცვალების გამო“ – თავდაცვის სამინისტრო 

„სამხედრო მოსამსახურე გორში, თავისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მახლობლად, სოფელ ახალშენის განაპირას არსებულ ნაძვნარში ჩამომხრჩვალი იპოვეს.“

გორში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„დღეს გაიგო მისი მეუღლე რომ გარდაცვლილია, ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ჩავარდა, ამბობდა, პასუხი უნდა ვაგოო“ – ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

„შეიძლება დანაშაული აღიაროს, სიტყვიერად ყველაფერი თქვას, ასე, ისე მოხდა, მაგრამ მარტო მისი სიტყვები საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ეს დანაშაული შეერაცხოს“ - ამბობს ადვოკატი.

„ექიმმა თქვა, არ იცის, რომ მეუღლე გარდაცვლილია და არ უნდა იცოდეს, რადგან შეიძლება დაზიანებები მიიყენოსო“ – ვარკეთილში, ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

„მთელი რიგი ექსპერტიზებია ჩასატარებელი, ასევე, საგამოძიებო საპროცესო მოქმედებები და საბოლოო ჯამში, ამის შემდეგ დადგინდება რეალობა“ - ამბობს ადვოკატი.

„მისი დაკითხვა ამ ეტაპისთვის შესაძლებელია.. სავარაუდოდ აქ მოვლენ“ – ვარკეთილში ცოლის სასტიკად მკვლელობისთვის ბრალდებულის სასამართლო პროცესი კლინიკაში გაიმართება

ექიმები ამბობენ, რომ გიორგი კავლელაშვილის ზოგადი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და მისი დაკითხვა შესაძლებელია.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვნის დაღუპვის ფაქტზე პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა

მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებულები ადგილზე დაიღუპნენ.

„ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, ოღონდ სვამდა.. სამი დღე მთვრა­ლი იყო, დავ­ტუქ­სე კი­დეც“ – ქმრის მიერ მოკლული ქალის მამა პირველ კომენტარს აკეთებს

გარ­დაც­ვლი­ლი ქალი 27 წლის ქე­თე­ვან ედი­ბე­რი­ძეა, ბრალ­დე­ბუ­ლი - გი­ორ­გი კავ­ლე­ლაშ­ვი­ლი.

შსს ნატა ფერაძის სახლთან მიმდინარე აქციაზე – მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თბილისში, ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის საცხოვრებელ სახლთან მობილიზებული არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით.“

„რის საფუძველზე დააკავეს არ ვიცი – ვაფშე არანაირი მტკიცებულება არ არის“ – ძაღლზე მოძალადე კაცის ადვოკატი

„სასამართლოზე ეს კაცი ნებაყოფლობით გამოცხადდა და სასამართლო ალბათ აღკვეთ ღონისძიებას არ გამოიყენებს.“

კაცს, რომელმაც ცოლს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

„მამამთილი შესწრებია და ბავშვი გამოუყვანია.. ალბათ სიმთვრალეში პათოლოგიური გადახრები ჰქონდა“ – 27 წლის გოგოს მკვლელობის საქმის დეტალები

„როგორ შეიძლება ეს ნორმალური ფსიქიკის ადამიანმა გააკეთოს, თუნდაც ნასვამ მდგომარეობაში“. – აღნიშნა ერთ-ერთმა მეზობელმა.

ნატა ფერაძემ მის მიმართ გამოთქმულ მუქარებთან დაკავშირებით პოლიციას მიმართა

როგორც აქტივისტი სოციალურ ქსელში წერს, მისი მისამართით მუქარები მას შემდეგ არ წყდება, რაც მან 9 იანვარს ვიდეოკადრები გაავრცელა.

„ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს, რამაც ცხოველის დაღუპვა გამოიწვია“ – მარნეულში მომხდარ ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, უწყება ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს.

„კონტაქტურია, თუმცა, ჩვენების მიცემას, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს“ – კაცი, რომელმაც ცოლს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

„მეორე დღეა რეანიმაციაში იმყოფება და შესაბამის მკურნალობას გადის“ - უთხრეს „ფორტუნას“ კლინიკაში.