LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მისი დაკითხვა ამ ეტაპისთვის შესაძლებელია.. სავარაუდოდ აქ მოვლენ“ – ვარკეთილში ცოლის სასტიკად მკვლელობისთვის ბრალდებულის სასამართლო პროცესი კლინიკაში გაიმართება

249
გიორგი კავლელაშვილი

ვარკეთილში ცოლის სასტიკად მკვლელობისთვის ბრალდებული მამაკაცის სასამართლო პროცესი კლინიკაში გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს დანაშაულში ბრალდებულის ადვოკატი.

„მამამთილი შესწრებია და ბავშვი გამოუყვანია.. ალბათ სიმთვრალეში პათოლოგიური გადახრები ჰქონდა“ – 27 წლის გოგოს მკვლელობის საქმის დეტალები

ექიმები კი ამბობენ, რომ გიორგი კავლელაშვილის ზოგადი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და მისი დაკითხვა შესაძლებელია.

„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია, ჩივილებს არ წარმოადგენს.

ჰემოდინამიკურადაც სტაბილურია. ამ ეტაპზე ინტენსიურ თერაპიის განყოფილებაში მკურნალობას არ საჭიროებს, ერთ საათში ინტენსიურ განყოფილებაში გადავა.

მისი დაკითხვა ამ ეტაპისთვის შესაძლებელია. სავარაუდოდ აქ მოვლენ დაკითხვაზე“, – ამბობს ექიმი-რეანიმატოლოგი, ირმა ნადირაშვილი.

გიორგი კავლელაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლო პროცესი კლინიკაში გაიმართება.

„სოციალური სამსახურების სისტემა ჩამოშლილია – ფემიციდის კიდევ ერთ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა კვლავ ხელისუფლებას ეკისრება“ – ანა დოლიძე

„გადაწყდა, სასამართლო პროცესის კლინიკაში ჩატარება, ექიმმა განაცხადა, რომ დღეს უკვე შესაძლებელია ბრალდებულმა მიიღოს სხდომაში მონაწილეობა.

მისი გადაადგილება რეკომენდებული არ არის, ამიტომ გადაწყდა, სასამართლოს ნაცვლად პროცესი კლინიკაში ჩატარდეს. ვაპირებ, პოზიციის შეთანხმებას“. – განაცხადა ადვოკატმა.

ინფორმაციისთვის, თბილისში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით 9 დეკემბერს მოკლა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო.

„ძალიან კარგი გოგო იყო ქეთი.. 4 თვის ბავშვი ჰყავთ.. ყვე­ლა შოკ­შია მომ­ხდა­რით“ – რას ამბობენ ახლობლები ქმრის მიერ მოკლულ 27 წლის გოგოზე

გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის მამაკაცმა ცოლის დაჭრის შემდეგ დაზიანებები თავადაც მიიყენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები