LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალი

„ბავშვები ჰაერში რჩებიან.. 10 წლის მოზარდმა დედის გარდაცვალება მძიმედ განიცადა – მეორე 6 წლისაა, ფსიქოლოგების დაკვირვებით, ორივეს ტანჯვა დაუდგინდათ“ – რა დეტალებს ჰყვება „ფორტუნასთან“ ბოდბეში ქმრის მიერ მოკლული ქალის ადვოკატი

„თუ არასრულწლოვნების მამას შეურაცხადობა დაუდგინდა, რაც ამ ბოლო დროს, ერთგვარ ტენდენციად იქცა, როცა ფემიციდის საქმეებზე ძირითადად შეურაცხადობა დგინდება, ეს ძალიან ცუდი იქნება მათთვის.“ – განუცხადა „ფორტუნას“ ელისო რუხაძემ.

„დედამისს ეს სახლ-კარი უნდოდა და ტყუილი მოუგონა, ბავშვსაც ჩააგონა – ეს თქვიო“ – რას ამბობენ ძმისშვილზე სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით დაკავებულის ოჯახის წევრები

„ჩვენს სიმართლეს სასამართლოზე დავამტკიცებთ, ბავშვს არაფერი არ აქვს, ვიცი ჩემს ძმას ტყუილს უგონებენ“, - ამბობს დაკავებულის ერთ-ერთი ძმა.

ქალზე ძალადობის ბრალდებით ხაშურში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით არის დაწყებული.

8 წლის ძმისშვილზე სექსუალური ხასიათის ქმედების გამო, სამეგრელოში 28 წლის მამაკაცი დააკავეს

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებას გულისხმობს. 

ლიზა იასკო სააკაშვილზე: სპეკულაციები უნდა დასრულდეს…ადამიანის სიცოცხლე პოლიტიკაში არ შეიძლება იყოს აღრეული

"სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა უნდა მოხდეს, ეს არის ევროპული თანამეგობრობის პოზიცია", - საუბრობს ლიზა იასკო.

65 წლის კაცი, 13 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება 138-ე მუხლით დაიწყო. (სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება).

საია: გამოვლინდა საგანგაშო შემთხვევა, დაცვის მხარემ საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული ჯარიმა წინასწარ გადაიხადა და პროცესზე ქვითრით გამოცხადდა, 33 პირის მიმართ პატიმრობის შეფარდებისთვის სასამართლოს 15 წუთამდე დრო დასჭირდა

საიას შეფასებით, 82 (32%) პირის მიმართ გამოყენებული პატიმრობა იყო დაუსაბუთებელი ან არასათანადოდ დასაბუთებული.

„მევახშე ფულს არ იღებს, პირდაპირი ნადირობაა სახლზე“ – დიღომში ერთ-ერთი საცხოვრებელიდან ოჯახს ასახლებენ

„თუ მხარეები მოახერხებენ რაიმე ტიპის შეთანხმების მიღწევას, ცხადია დავემორჩილებით, თუ რამდენიმე საათში ვერ შედგა რაიმე ტიპის შეთანხმება, აღსრულების პოლიცია ვალდებულია, აღასრულოს ის, რაც სასამართლომ თქვა“ - განუცხადეს „ფორტუნას“ აღსრულების ბიუროში.

დააკავეს პირი, რომელიც თბილისში არარსებულ კორპუსებში საცხოვრებელ ბინებს ყიდდა: „ბრალდებულის მიერ მოტყუებით დაუფლებული თანხა, ჯამში ნახევარ მილიონ დოლარს აღემატება“

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც იყო რამდენიმე კომპანიის ხელმძღვანელი, თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, სხვადასხვა ვებგვერდზე ათავსებდა განცხადებებს თბილისის უბნებში ბინების თითქოსდა გაყიდვის თაობაზე.

“რადგან მას არ შეუძლია, დედას სთხოვა ეს საკითხი პოსტის სახით გამოექვეყნებინა” – ხაჭაპურიძე სააკაშვილის განცხადებაზე

"რადგან მას არ შეუძლია, დედას სთხოვა ეს საკითხი პოსტის სახით გამოექვეყნებინა" - ხაჭაპურიძე სააკაშვილის განცხადებაზე

ზუგდიდში 15 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ 17 წლის პირი დააკავა

ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ზუგდიდში 13 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში, მესხიას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.