LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში 13 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

70
პოლიციის ლენტი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში, მესხიას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია “ფორტუნას” შსს-ში დაუდასტურეს. ~

როგორც ცნობილია, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 13 წლის ბიჭს, სავარაუდოდ, დანით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.

როგორც „ფორტუნას“ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განუცხადეს, მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდებს შორის შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ერთმა ახალგაზრდამ 13 წლის ბიჭს, სავარაუდოდ, დანა რამდენჯერმე ჩაარტყა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში მკვლელობა მოხდა – 13 წლის ბიჭს, სავარაუდოდ, დანით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები