LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში მკვლელობა მოხდა – 13 წლის ბიჭს, სავარაუდოდ, დანით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს

258
პოლიცია-2

ზუგდიდში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 13 წლის ბიჭს, სავარაუდოდ, დანით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. როგორც „ფორტუნას“ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განუცხადეს, მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდებს შორის შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ერთმა ახალგაზრდამ 13 წლის ბიჭს, სავარაუდოდ, დანა რამდენჯერმე ჩაარტყა.

„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები