„დაკავების დროს წინააღმდეგობა გავუწიე, მივიღე დაზიანებები, აღნიშნულ დაზიანებებთან დაკავშირებით მე პოლიციის თანამშრომლებთან პრეტენზია არ გამაჩნია, გულწრფელად ვნანობ ჩემს მიერ ჩადენილ ქმედებას“ - ამბობს გრიგოლ ნარისა ჩვენებაში.
ვფიქრობ, რომ ბანკში შესვლაც სწორედ უსახსრობის გამო მოხდა, - ამბობს ადვოკატი და ფიქრობს, რომ მუხლები, რითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, საბოლოოდ, გამოყენებული არ იქნება.
აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში არაერთი მტკიცებულება ჰქონდა გამოკვლეული, თუმცა, მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებებს მაინც ასაჩივრებდნენ.