LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალი

გივი თარგამაძის აფეთქების საქმეზე ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა, რასაც უკანონოდ ატარებდა

არასრულწლოვან შვილზე სისტემატური ძალადობისთვის დედას 4 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქალი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებასა და კადრების გავრცელებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული უკავშირდება ბათუმის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში მომხდარ ფაქტს.

შსს სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირების ბაზას ქმნის

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული კანონი უახლოეს დღეებში პარლამენტს გადაეგზავნება.

4 არასრულწლოვანი ბაკურიანში ჩადენილ 9 დანაშაულში ამხილეს

არასრულწლოვნებმა მიმდინარე წლის 18-20 თებერვალს დაბა ბაკურიანში მაღაზიები, სილამაზის სალონი, სანოტარო ბიურო და ერთ-ერთ სასტუმროში განთავსებული სათამაშო აპარატები გაქურდეს

268 აბი „სუბუტექსი“ ველოსიპედში და დაკავებული ორი პირი – [ვიდეო]

ბრალდებულებმა იტალიაში ველოსიპედი შეიძინეს, მასში სპეციალურად მოწყობილ სამალავში ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“ მოათავსეს

10 კილოგრამამდე ჰეროინი – 2019 წელს ნარკოდანაშაულისთვის 275 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის და გავრცელების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას. 

ბათუმში ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიცირების ფაქტზე ორი კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცეს

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ბათუმში მდებარე ხორცის ნახევარფაბრიკატების საწარმოებში ფალსიფიცირებულ - თვისობრიობაშეცვლილ ხორცპროდუქტებს აწარმოებდნენ