LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალი

ვერცხლის ქუჩაზე მოკლულ მამაკაცს ცეცხლნასროლი ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული

თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მოკლულ მამაკაცს ცეცხლნასროლი ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გაგა კირკიტაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, გარდაცვლილი 50 წლისაა.

თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს

თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა, დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

8 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

30 წლამდე კაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, მას გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას ედავება.

აჭარაში 8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

აჭარაში 8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე შსს-მ 1990 წელს დაბადებული მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. შს სამინისტროს ინფრომაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

პოლიციამ თურქეთში სარეალიზაციოდ გამზადებული ავტომატი და 7 030 ვაზნა ამოიღო

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით გადატანის ფაქტზე მიმდინარეობს.

ბოლნისის ყოფილი გამგებელი გიორგი არევაძე დააკავეს

პროკურატურაში "ფორტუნას" არევაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია დაუდასტურეს. თუმცა, არ აკონკრეტებენ, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.