LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალი

თბილისში, 4 მანქანის გაქურდვის ფაქტზე, არასრულწლოვანი დააკავეს

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა იანვარში თბილისში, ნიკოლოზ ჩხეიძის ქუჩაზე, მოქალაქეების კუთვნილი 4 ავტომანქანა გაქურდა და  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

იტალიაში მოკლულ მხატვარს თამარ მოდებაძეს თბილისში შაბათს ჩამოასვენებენ

ოჯახის წევრები და ახლობლები მას ჭიათურაში დაკრძალავენ. ნეაპოლში ქართველთა ასოციაციის პრეზიდენტის ნინო ლაფაჩიძის ინფორმაციით, დღეს და ხვალ ნეაპოლის ერთ-ერთ დამკრძალავ ბიუროში გამოსამშვიდობებელი პანაშვიდები ტარდება.

პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი – დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გამოკითხვაზე დაიბარეს

დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი. 

ვაკის გამგებლის მოადგილეს და წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. დაცვის მხარემ კი მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

2 წლის ბავშვი ნათესავმა გენიტალიებზე დაკბინა – დაკავებული სასამართლომ გაათავისუფლა

სამართალდამცავებმა ბრალდებული 2 კვირის წინ 126- მუხლით დააკავეს. შსს-ის ცნობით, ამის შემდეგ საქმეზე სასამართლომ იმსჯელა. 

ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე თბილისის მერიის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა დააკავეს.  სუს-ის ინფორმაციით, თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული.

ინტერნეტით ნარკოტიკების გავრცელების ახალი სქემა – ნარკოდანაშაულისთვის თბილისში 9 პირი დააკავეს [ვიდეო]

დაკავებულები არიან: 1989 წელს დაბადებული ა.ბ., 1995 წელს დაბადებული ა.კ., 1986 წელს დაბადებული მ.ს., 2000 წელს დაბადებული ა.რ. და 2000 წელს დაბადებული ე.მ.

მამის მკვლელობის ბრალდებით შვილი დააკეს

რაიონის სოფელ სულორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბ.კ.-მ, მამას - 1960 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ა.კ. მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა.