LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალი

ქუთაისში ერთი მამაკაცი მოკლეს, ორი კი დაჭრეს – სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებულთაგან კიდევ ორ პირს სასამართლომ ადმინისტრაციული ჯარიმა 5 000 – 5 000 ლარი დააკისრა

ასევე, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, ორი გამოსახლებული პირი 2000-2000 ლარით დააჯარიმა.
დაკავება

„საკუთარ შვილზე სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, სექსუალურად სისტემატურად ძალადობდა“ – შსს-მ უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შსს-ს ცნობით, დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პატიმრობის მისჯა

„დანებით სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს“ – ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულებს 17-17 წლით პატიმრობა მიესაჯათ

აღნიშნული გადაწყვეტილება სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

პროკურატურა: სააპელაციო სასამართლომ კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის ფაქტზე ბექა ჯაიანის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა

პროკურატურამ ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ქვეპუნქტით წარუდგინა

„3 დაკავებულიდან, ერთ-ერთი ორი პირის განზრახ მკვლელობისათვის წითელი ცირკულარით ძებნილი პირია“ – საზღვრის უკანონოდ კვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე თურქეთის 3 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 3 დაკავებულიდან, ერთ-ერთი ორი პირის განზრახ მკვლელობისათვის წითელი ცირკულარით ძებნილი პირია.

„ერთმა პოლიციელს ცული მოუქნია და დაჭრა, ამასთან არასრულწლოვანმა დანით მძიმე დაზიანება მიაყენა ორ პოლიციელს“ – გორში პოლიციელებზე ჯგუფური თავდასხმის საქმეზე 5 პირს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა
შსს

„კოკოშკა“, „უწყლო“, „ჯაგა“, „ჩინელა“, „სტალინა“ – შსს-ს ცნობით, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 20 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათ შორის 2 „კანონიერი ქურდია“

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა.
პატიმრობის მისჯა

კაცს, რომელსაც დის მკვლელობისთვის 18 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, სააპელაციომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა: „დის მეუღლესთან დაშორების ფაქტს ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა… დას ჯერ ავტომანქანა შეაჯახა, შემდეგ კი დანით სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა“

„ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა“ - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვია – ავარია ბათუმი-ქობულეთის გზაზე მოხდა

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის კლინიკებში გადაიყვანა.