LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალი

პარლამენტთან 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა – საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობდა დაზარალებული მაკო გომური

პროკურატურამ გამოჰკითხა კიდევ ერთი დაზარალებული, გიორგი ჭუმბურიძე.
გიორგი ბაჩიაშვილი

ადვოკატი: „გიორგი ბაჩიაშვილი ეტლით გადაადგილდება – სავარაუდოდ, აქვს ტვინის შერყევაც, რადგან აღიზიანებს მკვეთრი შუქი, აღენიშნება თავის ტკივილი, ღებინების შეგრძნება“

„მიყენებული დაზიანებების შემდეგ, მას დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს“.

შსს: „მეხანძრე-მაშველებმა „სადგურის მოედანზე“ ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მყისიერად განახორციელეს ევაკუაცია – მიმდინარეობს ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები“

უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან "მყისიერად განახორციელეს" მოქალაქეების ევაკუაცია.
მზია ამაღლობელი

მზია ამაღლობელი: „როდესაც დგებუაძემ შემაფურთხა, იმდენად ცუდად ვიყავი, ვთქვი, რომ წყალი მოეტანათ, საპირფარეშოც ვითხოვე, მან კი თქვა – „არანაირი წყალი, არც საპირფარეშოში გაიყვანოთო“, სამმართველოში ყველა მომართული იყო, არაადამიანურად მომქცეოდა“

„თანამშრომლების თანდასწრებით ასე იქცეოდა, რომ მახსოვს გონება გამეთიშა, ცუდად ვიყავი“ - თქვა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე.
გიორგი ბაჩიაშვილი

სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირსა და მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ ყველა სახის დაუზუსტებელი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“ - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შსს

„გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოში მყოფი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი გაიტაცეს, ან მის გატაცებას შეეცადნენ, არ შეესაბამება სიმართლეს“ – შსს

„ლ.ა.-სა და სამართალდამცველებს შორის მოხდა კომუნიკაცია, მისგან მიღებული ინფორმაციით, მის მიმართ მუქარას ან რაიმე სახის სხვა დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ლ.ა. გადაყვანილი იქნება მსხვერპლთა თავშესაფარში“ - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შსს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიცია ტაქსის მძღოლს აკავებს, განცხადებას ავრცელებს – უწყების განმარტებით, მამაკაცი ნარკოლოგიურ შემოწმებაზეა გადაყვანილი

უწყების ინფორმაციით, მამაკაცი ადმინისტრაციული წესით, პოლიციელების დამორჩილებლობისთვის დააკავეს.

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა – დაშავდა ქვეითიც, რომელსაც ბაიკერის დასახმარებლად გზაზე გადასვლისას ავტომობილი დაეჯახა

თვითმხილველების ცნობით, შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც მოტოციკლის მძღოლის საშველად მიემართებოდა.
პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

„აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილია კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.“
პატიმრობის მისჯა

„დანით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა“ – რაიონული და სააპელაციო სასამართლოების განაჩენებით გამართლებული პირი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა

პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა 2023 წლის 30 აპრილს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მოხდა.
გიორგი მამალაძე

იუსტიციის სამინისტრო: „სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა“

„სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი პოზიცია შესაბამის მტკიცებულებებთან ერთად და საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი“ - წერია განცხადებაში.