LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალი

მკვლელობა კახეთში – რა ხდება ცნობილი საგარეჯოში მომხდარ დანაშაულზე

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ადვოკატი: „მიმდინარეობს იმ ტიპის გადასხმები, რომ მისი სიცოცხლე შენარჩუნდეს – სამწუხაროდ, მისი პოზიციაა და ეს დღეები მუდმივად ითხოვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნებას“

ამაღლობელს გადასხმები უტარდება. ჟურნალისტის ინტერესების დამცველის თქმით, მისი ვიზიტის განმავლობაში, მზია ამაღლობელი იწვა და არის სუსტად, თუმცა მისი სურვილია, რომ პროცესამდე გაძლოს და 4 მარტს სხდომაზე დასწრება შეძლოს.

კახა კოჟორიძე: „კლინიკაში გადაიყვანეს – მითხრა, რომ ოპერაციის შემდეგ მდგომარეობა გართულდა და სუნთქვის პრობლემები ჰქონდა“

როგორც კახა კოჟორიძემ გვითხრა, კასრაძემ ორშაბათს, 3 თებერვალს ცხვირის ოპერაცია გაიკეთა და იმავე დღეს საკანში დააბრუნეს.

ადვოკატი: „რევაზ კიკნაძემ დამირეკა ციხიდან, ვეფხია კასრაძე არის ძალიან ცუდად, ჩირქი მოსდის, კლინიკაში არ გადაჰყავთო“

ვეფხია კასრაძე საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობის ბრალდებით დააკავეს.
შსს

„არ გპატიობ, „ქურდი“ არ ხარ, შენი დედა ***“ – „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 26 პირია დაკავებული

სამინისტროს განმარტებით, დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„3 ტაილანდელი ქალბატონი განმარტავდა, რომ აღარ სურდათ სუროგატი დედობა და საცხოვრებელ მისამართზე დარჩენა“ – შსს-მ ბანგკოკის ინტერპოლიდან მიღებული წერილის საფუძველზე გამოძიება დაიწყო

სამართალდამცველების მიერ იმავე დღეს მოხდა სამივე ქალბატონის გადაყვანა ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარში და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ მათ ქვეყანა დატოვეს.

აქციაზე დაკავებული რევაზ კიკნაძე მოსამართლეს: „ვაცის ნადიმი” იმაზეა, თუ როგორია დიქტატორის, ტოტალიტარის და ტირანის ბოლო – ზოგადად, ყველა ტოვებს დიქტატორს და მარტოობაში კვდება – მონობას არასდროს ერქმევა მშვიდობა!“

მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა, ბრალდებულს მოუწოდა, რომ საქმის გარემოებებზე ესაუბრა, ასევე, მიუთითა, რომ სასამართლოში იმყოფება და შესაბამისი ეტაპების დაცვა მოეთხოვება.

„Facebook“-ის ყალბი გვერდების გამოყენებით, 13 და 14 წლის გოგონებს ეცნობოდა და პორნოგრაფიულ მასალას უგზავნიდა – სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე 40 წლის მამაკაცი დააკავა

დანაშაული 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ჰეროინი“, „ამფეტამინი“, „სუბოქსინი“, „ალფა-პვპ“ – ნარკოდანაშაულისთვის 22 პირი დააკავეს, მათ შორის, 19 ნარკორეალიზატორია: რა კადრებს ავრცელებს შსს

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მკვლელობა თევდორე მღვდლის ქუჩაზე: „საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა“

პროკურატურამ დაკავებულს ბრალი ორი მუხლით წაუყენა.

საიას ინფორმაციით, მზია ამაღლობელს კლინიკაში დარჩენა არ სურს და მის პენიტენციურ დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადაყვანას მოითხოვს

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რა თქმა უნდა, შესუსტებულია. იცით, რომ აქვს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები, თუმცა მხნედ გრძნობს თავს.“

ირაკლი აბესაძე: „უბრალოდ გზაზე გადასვლა გახდა დასჯადი. 8 ადამიანს იჭერენ 2 წინადადებით, თითქოს სხვებთან ერთად ცდილობდნენ გზის ბლოკირებას. ეთერში ჩანდა, რომ გზის ერთი მხრიდან მეორეზე გადასვლას ცდილობდნენ“

„ახლა აღკვეთის ღონისძიების საკითხზე პროკურორი მიმართავს სასამართლოს - ველოდებით, რომ ალბათ, ეს დღესვე მოხდება, მაღალია ალბათობა რომ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება იქნება გამოყენებული.“

„ძალადობის გამოყენებით, შშმ პირს სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ და თანხას ისაკუთრებდნენ“ – შსს-ს ცნობით დაკავებულია 2 პირი

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ჩემი გმირი ამ უბედურების ჟამს რაც გვჭირს, არის ვასილ ივანოვ – ჩიქოვანი“ – ინგა გრიგოლიას მიმართვა ჟურნალისტს

გრიგოლია ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ვასილ ივანოვ - ჩიქოვანს 18:00-საათიანი „მოამბე”საზოგადოებრივ მაუწყებელზე აღარ მიჰყავს.

ადვოკატი – ველოდებოდით, რომ ადმინისტრაციული წესით მოხდებოდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების სასამართლოში გადმოყვანა, მოულოდნელად ვიგებთ, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება იწყება – მთლიანად დარღვეულია დაცვის უფლება

„თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ საპროტესტო აქციაზე, სისხლის სამართლის წესით, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დაკავებული ვასილ ელიავასა და ალექსანდრე გოგოლაძის ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე აცხადებს, რომ ისე ხდება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რომ არ ატყობინებენ ადვოკატებს.

ნიკა გვარამია იმ 8 პირის სიას აქვეყნებს, რომელთაც სისხლის სამართლის დანაშაულს ედავებიან

აღნიშნულ პირებს შორისაა, პოლიტიკოსი გიგი უგულავაც, რომელიც გუშინწინ „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე დააკავეს.