LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალი

ფრიდონ ბუბუტეიშვილი

„გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში ბრალდებულ 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

ფრიდონ ბუბუტეიშვილი 2024 წლის 9 მაისს დააკავეს. მას ბრალად ედებოდა ქვის სროლით მეხანძრე-მაშველის დაშავება და პარლამენტის ჭიშკრის დაზიანება 1 მაისს, აქციის მიმდინარეობის დროს.

შსს: საპატრულო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავა

დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ე.წ. პიჯაკების საქმე

პროკურორი: „მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავი კანონზე მაღლა დააყენა, ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახსრებს ფარულად იყენებდა ჯიბის ფულად“

პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

„გამოვთქვით მოლოდინი, რომ კიდევ ერთხელ შევხვდებით, ოღონდ ევროპაში რომლისკენაც ქართველი ხალხი იღვწის“ – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა პატიმრობაში მყოფი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მოინახულეს

შეხვედრის შემდეგ მსახიობის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, დარჩა შთაბეჭდილება, რომ დელეგაციის წევრები „საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და იმ უმძიმეს სურათს, რომელიც გვაქვს სწორად აფასებენ“.

აბუ-დაბიში ნაცემი ლაშა გაბიტაშვილი პოლიციიდან გამოუშვეს, მომდევნო სასამართლო სხდომა მომავალ კვირაში გაიმართება – რადიო „თავისუფლება“

გაბიტაშვილი სასამართლო სხდომამდე გამოუშვეს, რომელიც მომდევნო კვირაში გაიმართება. მანამდე მას არაბთა გაერთიანებული საამიროების დატოვება ეკრძალება.

„მოსამართლემ ჩემი მდგომარეობა არ გაითვალისწინა, არც ჩემი წარსული, მომწყვიტა ჩემს ოჯახს, საყვარელ ნივთებს… ჩემი გიტარა მენატრება. პატიმრობა უკიდურესი ვარიანტია, ამას არანაირად არ ვიმსახურებ“ – აქციაზე დაკავებული მათე დევიძე მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა

მათე დევიძეს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, 3 პოლიციელის ფიზიკურ დაზიანებას ედავებიან, დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„სრული ჩანაწერი დაიდოს! ისე, ქოცების მოჭრილი კადრები რა მშვენიერი იყო“ – ნათია მეზვრიშვილი TV „იმედის“ მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი TV „იმედის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, სადაც გიორგი გახარიასა და „ქართული ოცნების“ წევრის, დიმიტრი სამხარაძის დაპირისპირებაა ასახული, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ბათუმელების“ დამფუძნებელს – მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს

გადაწყვეტილება მოსამართლე  ნინო სახელაშვილმა მიიღო, რასაც ადგილზე შეკრებილი მოქალაქეებისა და ამაღლობელის მხარდამჭერების მხრიდან შეძახილები მოჰყვა.

„ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი: „პასუხისმგებლობას არ გავურბივარ“

ბათუმის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს.
მზია ამაღლობელი

„ხელისუფლება ჟურნალისტების სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებაზე გადავიდა, ეს დემოკრატიის ბოლომდე განადგურების მცდელობაა“ – რა ვითარებაა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დაიწყო

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

შსს-ის ცნობით, რესტორან „ბაბილოსთან“ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 9 პირია დაკავებული

შსს-ის ცნობით, რესტორან „ბაბილოსთან“ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 9 პირია დაკავებული