LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალი

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, ასევე მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვავე პირი პატიმრობაში რჩება

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

„უარს არ ვაცხადებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების დაცვაზე, გთხოვთ, სამუშაო და ადამიანური პირობების შექმნას, გთხოვთ, სხდომა გადაიტანოთ შესაბამის დარბაზში“ – საპროტესტო აქციებზე დაკავებულების ადვოკატები მოსამართლეს

მათი განცხადებით, სასამართლოსგან სამუშაო და ადამიანური პირობების შექმნას ითხოვენ.

საპროტესტო აქციებისას დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

ამ გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მყოფი საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი „მონებო“, „რუსებს“ სკანდირებენ.

ონისე ცხადაძე: „ამ ქვეყნისთვის ადამიანები კვდებოდნენ და არ მინდა მეც ნაკლები გავაკეთო…. ქვის სროლას და ფოიერვერკის, კვამლს რომ უშვებს, მის სროლას მედავებიან. ლამის ფეხში გავირტყი და გთხოვთ, თვითმკვლელობის მცდელობისთვის 500 ლარით დამაჯარიმოთ“

„რომ მომისაჯოთ მაქსიმუმი, გამოდის, რომ ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა ციხეში. გთხოვთ, გირაო 14 ლარის და 60 თეთრის ოდენობით გამოიყენოთ.“

ეკა ბესელია: „ჩვენი იურისტების ჯგუფი იცავს ანდრო ჭიჭინაძეს, ეს სამართლებრივი დავა, თუ აქ არ დასრულდება, საერთაშორისო სასამართლოში გადაინაცვლებს“

„ეს არის აშკარად გამოხატული პოლიტიკური საქმე, არც ერთი მტკიცებულება არაა, რატომ არიან ასეთი მძიმე ბრალდებით დაპატიმრებული.“

მესტიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე დაკავებულ 2 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

მოსამართლის განმარტებით, საქმეზე გარკვეული მასალებია წარმოდგენილი, საიდანაც ირკვევა, რომ ორივე ბრალდებული ნასამართლევია და ისინი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებიან.

ვარკეთილის მეტროსთან მომხდარი შელაპარაკებისას ერთი პირი დაჭრეს – სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია

„ფორტუნას“ ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა, რა დროსაც მეტროს მიმდებარედ 2 მოქალაქეს შორის შელაპარეკების დროს, ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით, დანით დაიჭრეს.

ხობის მუნიციპალიტეტში მიკროავტობუსი ქვეითს დაეჯახა, 65 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა.

„საქმის გარშემო არაერთი კითხვაა… ჭკადუა დუმილის უფლებას იყენებს, მეორე ამ ვერსიაზე საუბრობს, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ქსელურ რეალიზაციას ეწეოდნენ“ – მესტიაში რუსეთის მოქალაქის მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე დაკავებულები ბრალდებას არ აღიარებენ

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს, 15:30 საათზე, ზუგდიდში გაიმართება.
პროკურატურა

„უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, მეორე გაიტაცეს, მოგვიანებით კი გაუშვეს, ხოლო მოკლულის ცხედარი მდინარეში გადააგდეს“ – მესტიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირს ბრალდება წარედგინა

უწყების ცნობით, დანაშაული 16-ან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ მამაკაცი მოკლულია – რა ინფორმაცია ვრცელდება ლაგოდეხში მწყემსის გარდაცვალების ფაქტზე 

სოფელ კაბალში 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი რამდენიმე დღის წინ იპოვეს. გარდაცვლილი ახალი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

12 საათზე მეტია მესტიაში გატაცებულ ტურისტს ეძებენ – რა ვერსიები ვრცელდება ზუგდიდი-მესტიის გზაზე მომხდარ ყაჩაღობაზე

სამართალდამცველები ასევე ეძებენ ორ ახალ­გაზ­რდას, რო­მელ­თაც ბრა­ლად უცხო­ელ ცოლ - ქმარ­ზე თავ­დას­ხმა ედე­ბათ - სავარაუდოდ, სწორედ ერთ-ერთი მათგანია [ქმარი] გატაცებული.

„ჩასარიცხი აპარატით, საკუთარ ანგარიშებზე გარკვეულ თანხას რიცხავდნენ, შემდგომ კი აპარატს აზიანებდნენ და მასში არსებულ სრულ თანხას ეუფლებოდნენ“ – იმერეთში 18 და 21 წლის პირები დააკავეს

დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.