LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალი

დაკავება

„თანამშრომლების და ნათესავის თანხმობის გარეშე, მათი პირადი მონაცემების გამოყენებით, ონლაინ სესხი გაააქტიურა და დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას“ – შსს-მ ერთი პირი დააკავა

შსს-ს განცხადებით, საბანკო ორგანიზაციისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 48 130 ლარი შეადგინა.

პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით წარედგინა

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – ინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება, მათ სამედიცინო დახმარება 6 კლინიკაში გაეწიათ

ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს
შსს

„ყუთში რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონის მსგავსი საგანი იდო… მობილური ტელეფონების მსგავსი, 6 იმიტირებული ნივთი დაალომბარდა, რითაც კომპანიებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიაყენა“ – შსს-მ ერთი პირი დააკავა

„ნივთმტკიცებად ამოღებულია თაღლითური გზით მითვისებული თანხის ნაწილი და მობილური ტელეფონის იმიტირებული მოდელები, ასევე, გაყალბებული საგარანტიო საბუთები“ - აცხადებენ შსს-ში.
დავით ნარიმანიძე

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა

ბრალდების მხარის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა.
პროკურატურა

„არასრულწლოვანს, რომელიც რუსთავში უცხო ქვეყნის მოქალაქე მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე იყო დაკავებული, ბრალდება შეუმსუბუქდა“ – პროკურატურა

„პროკურატურა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, ბრალდებულისთვის შეფარდებული პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის თაობაზე“ - აცხადებენ პროკურატურაში.
დაკავება

„ყოფილ მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და გარკვეული დროით თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდა“ – შსს-მ წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა

შსს-ს ცნობით, დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს

თელავში, შეიარაღებულმა პირებმა 70 წლამდე ქალი დააყაჩაღეს – არსებული ინფორმაციით, ნიღბიანებმა მოხუცი დააბეს და ფულისა და ძვირფასეულობის შენახვის ადგილი იძულებით ათქმევინეს

თანასოფლელების თქმით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობს და მისი ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა.

„გულწრფელად ნანობს – თავის დროზე, ინგლისში იყო სასწავლებლად წასული, ამჟამად მე-12 კლასშია და ბებიასთან იზრდებოდა“ – არასრულწლოვანის მკვლელობისთვის ბრალდებულის ადვოკატი

ამის შესახებ ხუდადოვზე 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატმა, გიორგი ძიძიგურმა განაცხადა.

„სადღეგრძელოს დროს ბრალდებულმა შენიშვნა მისცა ნარიმანიძეს, რატომ არ დგებოდა ფეხზე, ნარიმანიძე კი იძულებით დადგა მის გვერდით, რის შემდეგაც ბრალდებულმა შესთავაზა, მოშორებით გასვლა, სადაც ჭრილობები მიაყენა“ – პროკურორი არასრულწლოვანის მკვლელობაზე

როგორც საქმის პროკურორი ქეთი სონიძე აცხადებს, დაკავებული 17 წლის დ.პ. მრავალფეროვანი კრიმინალური ისტორიის მქონე არასრულწლოვანია და ახლაც გირაოს პირობების ქვეშ იმყოფება.

ბექა ბასილაია: „გიორგი ბარამიძე არის მხნედ, აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება“

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დაკავებული გიორგი ბარამიძე მხნედ არის.

ამირან გულუაშვილი: „გიორგი ბარამიძე დაკავებულია სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით“

აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.