უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ტყვედ ჩავარდა. იგი წამების შემდეგ ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე, ცემით მოკლეს.
ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელ სახელმწიფო დაწესებულებებში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძე ადგილზე გაეცნო ვითარებას, რეგისტრაციის პროცესისა და ცენტრების მზაობის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ სამედიცინო პერსონალისგან მიიღო.
როგორც ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა განაცხადა, რიგითი ნომრის შენარჩუნების უფლება შვიდ პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა, თუმცა ორმა ცესკო-ს თავმჯდომარეს არ მომართა, ამდენად, რიგითი ნომერი მხოლოდ ხუთ გაერთიანებას შეუნარჩუნდა.
„ჩვენი ვალია, არასოდეს დავივიწყოთ ეს დღეები და გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. დიდება გმირებს“ - განაცხადა დავით კარგარეთელმა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს და დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა, რაც ძალაში დარჩა.
უდიდესი ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია, რომელიც 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, 7 აგვისტოს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, მშობლების - ნატო ვაჩნაძის, ნიკოლოზ შენგელაიას და ძმის, გიორგი შენგელაიას გვერდით დაკრძალეს.
„ქართულ დროშაზე არ შედგა ფეხით, ასე წამებით მოკლეს და შემდეგ დაღუპულიც კი შეურაცხყვეს და როგორ შეიძლება, რომ მე რუსს და ოსს ვუწოდო მოძმე და ძმა, როგორ უნდა მქონდეს მიმღებლობა მათი ამ ქვეყანაში, არანაირად“ - უთხრა შმაგი სოფრომაძის დამ „ტვ პირველს“.
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული მოსახლეობას აფრთხილებს და ვიდეომიმართვაში საუბრობს, თუ რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ქუჩაში ნაყიდი, ასაწონი სუნელების გამოყენებამ.