სამსახურის უფროსმა რეგიონული სამმართველოების სამოქმედო ტერიტორიაზე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის, დანაშაულის სტატისტიკისა და მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
„სამწუხაროდ, ფარმაცევტულ სფეროსთან დაკავშირებით, ყველაზე ხშირად გამოითქმის საყვედურები, კონკურენციის ნაკლებობასა და ფასების ხელოვნურად ზრდაზე. ხშირ შემთხვევაში, ეს აბსოლუტურად არგუმენტირებულია"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩართულია ევროკავშირის პროგრამის ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტში - „პასუხისმგებლიანი და მაღალი გავლენის მქონე უნივერსიტეტები საქართველოში, როგორც მდგრადი განვითარებისა და მეწარმეობის კატალიზატორები“( RiHEI).
„გული შეგვტკივა გამორჩეული შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ დიდ პიროვნებასთან განშორების გამო; მაგრამ ამქვეყნად რჩება მისი ნაღვაწი, მისი დიდებული ფილმები, რომლებიც სხვადასხვა სახით ყოველთვის შეახსენებენ საზოგადოებას იმ ჭეშმარიტებას, რომ სიცოცხლის ნამდვილი აზრი სიკეთის მსახურებაშია“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
„კვლავ გრძელდება საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. საკუთრების უფლების დარღვევა ყოველდღიურ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის“ - წერია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მარნეულის მუნიციპალიტეტის N6 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, აიდან და ლემან ასკეროვები, მაღალი აკადემიური მაჩვენებლებით მოხვდნენ წარმატებულ აბიტურიენტთა შორის.