ალასანიას ამ ინტერვიუს არაერთი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორისაა მწერალი ლაშა ბუღაძეც, რომელმაც სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ წაკითხულმა შოკში ჩააგდო.
რუსთაველის გამზირის მიმდებარედ დაკავებული დემონსტრანტი, „სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, მარიამ მეყანწიშვილი აცხადებს, რომ დაკავებიდან რამდენიმე საათში ხელწერილით გაათავისუფლეს.
ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ხმლითა და ე.წ. ბეისბოლის ბიტით შეიარაღებული უცნობი პირები ავტომობილიდან გადმოვიდნენ და აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიაზე გადავიდნენ.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს მოსამსახურეების მხრიდან მუდმივად ხდება ზემოაღნიშნულ სამართალდამრღვევ პირთა იდენტიფიცირება და სახდელის შეფარდება, ხოლო თითოეულ სამართალდამრღვევს განემარტება, რომ თუ იგი არ ეთანხმება საჯარიმო ქვითარს, უფლებამოსილია გაასაჩივროს.