LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოება

„რცხვენოდეთ ჩვენს მოსამართლეებს! დაუყოვნებლივ გამოუშვან უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდები“ – ია ფარულავა

„სულ მალე ბოლო მოეღება „ქოცმთავრობას“, - განაცხადა ია ფარულავამ „ვერელების და ვაკელების მარშზე“.

„ეს არის რეჟიმი, რასაც რეჟიმი იტყვის უნდა გააკეთოს სასამართლომ“ – ანდრო ჭიჭინაძის მამა

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის მამა, ოთარ ჭიჭინაძე ეხმაურება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, სასამართლომ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 11 პირი, მათ შორის მისი შვილი, ანდრო ჭიჭინაძე პატიმრობაში დატოვა.

„ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რასაც ედავებიან, სახეზე საერთოდ არ იყო, არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება – სამწუხაროდ, 5 მარტამდე იქნებიან უკანონო პატიმრობაში“ – ლაშა ცუცქირიძე

ცუცქირიძის განმარტებით, ყველა ადვოკატს ჰქონდა მოლოდინი, რომ მოსამართლე აქციაზე დაკავებულ პირებს პატიმრობაში დატოვებდა.

„ამ შენობას სასამართლო არ ჰქვია, ეს არის ცირკი – ეს არ იყო გადაწყვეტილება, ეს იყო მოსული ბრძანება“ – ირაკლი კვირიკაძე

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის პატიმრობაში დატოვებას სასამართლო სხდომაზე დამსწრე მსახიობები აფასებენ.
დათო გორგილაძე

„დარწმუნებული ვარ, ყველა, ვინც აღასრულებს კრიმინალური დაჯგუფების, “ქართული ოცნების” უკანონო ქმედებებს და ადამიანებს მძევლად იყვანს, მალე დაიკავებს კამერაში უკანონო პატიმრების ადგილს“ – დათო გორგილაძე

დავით გორგილაძის შეფასებით, უკანონო გადაწყვეტილების მიმღები ყველა პირი უკანონო პატიმრების ადგილს თავად დაიკავებს.
კახა კინწურაშვილი

„ადამიანებისგან, ვინც აუბედურებს ხალხს, ძვლებში ამტვრევს, სახეს ულეწავს, ქვეყანას ყიდის, რას უნდა ელოდო? – სამართლიანობა ამათ ხელში არ იქნება“ – კახა კინწურაშვილი

კინწურაშვილის თქმით, მისი ოცნება იყო, გათავისუფლებულიყვნენ დაკავებულები, თუმცა, ამის მოლოდინი არ ჰქონიათ.
ანდრო ჭიჭინაძე

ანდრო ჭიჭინაძე: „ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მარტო წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს… ძალიან უცნაური პროცესია, ვერ ვხვდები, რა ხდება“

„სულ ვფიქრობდი, ეს შეგრძნება როგორ შეიძლება პრაქტიკაში გაცოცხლდეს-მეთქი და რაღაცნაირად მოხერხდა“ - თქვა მსახიობმა.

ონისე ცხადაძე: „ამ ქვეყნისთვის ადამიანები კვდებოდნენ და არ მინდა მეც ნაკლები გავაკეთო…. ქვის სროლას და ფოიერვერკის, კვამლს რომ უშვებს, მის სროლას მედავებიან. ლამის ფეხში გავირტყი და გთხოვთ, თვითმკვლელობის მცდელობისთვის 500 ლარით დამაჯარიმოთ“

„რომ მომისაჯოთ მაქსიმუმი, გამოდის, რომ ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა ციხეში. გთხოვთ, გირაო 14 ლარის და 60 თეთრის ოდენობით გამოიყენოთ.“
ონისე ცხადაძე

იუმორისტ ონისე ცხადაძის ადვოკატი: „პატივცემულო მოსამართლევ, გთხოვთ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ – ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ სახელმწიფო ბრალდება გვისახავს?“

„17 დეკემბრიდან მოყოლებული დღემდე, ცხადაძის წინააღმდეგ საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ დევს.“
ანდრო ჭიჭინაძე

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი მოსამართლეს: „ანდრო წინა რიგში იდგა, პოლიციელმა წყლით სავსე ბოთლი ისროლა, რომელიც ანდროს წინ დაეცა, მან ეს ბოთლი აიღო და უკან დააბრუნა, რომელიც შუა ადგილას დაიქცა რომელ დაზიანებაზეა საუბარი?“

„ანდრო არის მსახიობი, სამარცხვინოა, ასეთი განათლებული, ჭკვიანი ადამიანი, საბრალდებო სკამზე რომ ზის“ - განაცხადა ადვოკატმა ნათია კოტრიკაძემ.

დიალიზის სერვისის განვითარების საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა

მხარეებმა, დიალიზის სერვისის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს, განიხილეს სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

თემურ ჭყონია: „ადამიანები, ვის გამოც დღეს სასამართლო პროცესი მიდის, მხარში საქართველოს მომავალს ედგნენ და საქართველოს მომავლისთვის რომ ადამიანს ასამართლებ, როგორი აგრესიული ფორმითაც არ უნდა გამოეხატა ეს, ჩემთვის მიუღებელია“

თემურ ჭყონიას თქმით, მუხლი, რომლითაც ახალგაზრდებს ასამართლებენ, მათი დაღუპვაა და უფრო მეტი დანაშაული, ვიდრე მათი პროტესტის გამოხატვის ფორმა.

ვიდეო: გიორგი ცხადაძე: „მგონია, ყველა ხვდება, რა არის ჭეშმარიტება და სიმართლე. ანდრო სჭირდება ქართულ თეატრს, გვჭირდება ჩვენ, მის მეგობრებს…“

აქ არ ხდება გადაწყვეტილების მიღება, ეს არის პოლიტიკური და ნამდვილად ასეა...
ნანკა კალატოზიშვილი

ნანკა კალატოზიშვილი: „სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ეს ადამიანები ამ სასამართლოშიც არ უნდა მოხვედრილიყვნენ, ისევე როგორც დანარჩენი 51 ტყვე“

„არ მგონია, რომ დღეს გამოუშვებენ, შეიძლება გამოუშვან ერთადერთი იმ მოსაზრებით, რომ რაღაცნაირად, ცოტა ჩაახშონ ადამიანების [პროტესტი]“...