LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოება

„დაკავების შემდგომ, ქაშვეთის მიმდებარედ მდგომ მიკროავტობუსში ჩასვეს, სადაც სპეცრაზმის რამდენიმე თანამშრომელი მას უწყვეტად, მონაცვლეობით სახის, კეფისა და მთელი სხეულის არეში უმოწყალოდ ურტყამდა“ – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ორგანიზაცია 1-ელ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე ნაცემი საბა ქევხიშვილის შესახებ ინფორმაციასა და ვიდეომასალას ავრცელებს.

ნოდარ მელაძე: „გამოძიება სად ისწავლეთ, ვინ ხართ? ასეთი უცოდინრები ხართ თუ მტკიცებულებების განადგურებას ელოდებით! – ამ დრომდე არ ამოგიღიათ, გიორგი შეწირულის სამოსი რომელიც ეცვა, სადაც არის სისხლის კვალი“

„დნმ ექსპერტიზას არ გჭირდებათ? ტანსაცმელზე ვის კვალს იპოვით წიხლებით, რომ შედგნენ ოპერატორს ეს გამოძიებას არ აინტერესებს?“

„ვუყურებ კადრებს შეძრწუნებული და მსურს მივმართო იმ ადამიანებს, ვინც 7 ნოემბერს იხსენებს, ამ დღეებში რამდენი 7 ნოემბერი დატრიალდა ამ ქვეყანაში, რატომ არ გაქვთ ისეთივე რეაქცია?“ – ფოთის საკათედრო ტაძრის მღვდელი

„შეუძლებელია თავისუფლების მოყვარე ადამიანები რაიმე ფორმით დაამუნათოთ!”

„ანუ ევროპა გინდა ჩემს გარეშე, შენს გარეშე, მეზობლის გარეშე, ძმის გარეშე, რის გარეშე?! ძალიან ბოლშევიზმში გადავიდა ეს ხალხი…“ – ნინო ნადირაძის ინტერვიუ „იმედის კვირასთან“

„მე საერთოდ, როდესაც რაღაცას ვუყურებ ხოლმე, წარმოვიდგენ ყველაზე ცუდ პროგნოზს, ყველაზე ცუდი პროგნოზი მაინც მგონია, რომ ალბათ, სამოქალაქო ომამდე მივა ეს ყველაფერი და ერთი 10 წლით უკან დაიწევს ქვეყანა“

აქციაზე დაკავებული ზვიად რატიანი თავისუფალია

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ პოეტ ზვიად რატიანს, რომელიც საპროტესტო აქციაზე დააკავეს, 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

„ძალიან ცუდია, რომ ჩვენი ჯანმრთელობის ფასად გვიჯდება ის, რომ ადამიანებმა რაღაცები დაინახონ – თუ ჩემი შემთხვევა ამას ხელს შეუწყობს, თეთრი და შავი გაარჩიონ, კმაყოფილი ვიქნები და მოვიშუშებ ამ იარებს“ – მაკა ჩიხლაძე თავდასხმის ფაქტს იხსენებს

მაკა ჩიხლაძემ მასზე და მის ოპერატორ, გიორგი შეწირულზე თავდასხმის ფაქტზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს მიზანმიმართული თავდასხმა იყო, რადგან პირები, რომლებმაც მათზე იძალადეს, წინასწარ, ორგანიზებულად მოქმედებდნენ.

„ნებისმიერ მომენტში შეიძლება მდგომარეობა შეიცვალოს ან უარესობისკენ, ან პირიქით, დადებითისკენ, რადიკალურად“ – აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი ისევ მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება

როგორც 22 წლის ბიჭის ბიძამ, იოსებ ჩანადირმა განაცხადა, დაშავებული ინგოროყვას კლინიკაში, კვლავ მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება.

„სალომე ზურაბიშვილი მოფრინავდა ჩემთან ერთად, ეკონომ სავარძელზე სტამბოლიდან. მთელი თვითმფრინავი ტაშს უკრავდა და მადლობას ეუბნებოდა“ – არტისტი Hamatsuki პრეზიდენტის ფოტოს აქვეყნებს

წერს Instagram-ზე არტისტი Hamatsuki და პრეზიდენტის ფოტოს აქვეყნებს

ვიდეო: თამრიკო ჭოხონელიძე: „ჩემს კოლეგებს მივმართავ, სად ხართ? სად? სირცხვილია, თქვენ აქ უნდა იდგეთ. ღმერთმა გამღეროთ, თუ გემღერებათ…“

იმ ბიჭებს, ვინც იქ იდგა ნიღბებით, მინდა ვუთხრა, ძალიან დიდ შეცდომაში შეგიყვანათ ხელისუფლებამ.

ვიდეო: ნინო კირთაძე: „სრულ შოკშია მთელი ქართული ემიგრაცია… არ არის გასაკვირი ჩემთვის, რომ ერთ-ერთ სამიზნედ ამ რეჟიმმა ამოიღო ჩვეულებრივი ახალგაზრდები…“

მინდა, ძალიან დიდი სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა ჩემს თანამემამულეს, რომელიც საქართველოს მომავალს იცავს და ყველა ჟურნალისტს, რომელიც დაბეგვეს, თავები გაუტეხეს და მიუხედავად ტერორისა, აგრძელებენ მოვალეობის შესრულებას...

„დღესაც, ის დადგებოდა იქ, სადაც ახალგაზრდები ერთიანდებიან… დღეს, ზურას დაბადების დღეა“ – ნინო ჟვანია

„მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“ – ამ სიტყვების ავტორს დღეს 61 წელი შეუსრულდებოდა. 

„ძალადობას რომ ვგმობ და ვემიჯნები, ისევე როგორც ყველა ჯანსაღი ადამიანი, ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ. ვინც ჩასაფრებულნი ხართ და მზად ხართ ადამიანები სოციალურ ქსელში აქტიურობის ან პასიურობის გამო გათელოთ, გაიაზრეთ როგორ მარტივად შეიძლება ერთმანეთის დაკარგვა“ – თათა ვასაძე

ლევან ვასაძის ქალიშვილი თათა ვასაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„რა გვესპექტაკლება? რა გვენაძვისხეება? რა გვეშველება?“ – როგორ ეხმაურება რუსკა მაყაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს

ცნობისთვის, რუსკა მაყაშვილმა ტელეკომპანია „იმედი“ გასულ კვირას დატოვა.

„შოთი! ყველგან ჩემთან ერთად ხარ მამა! არსად არ წავალ აქედან, სანამ ისეთ ქვეყნად არ დალაგდება საქართველო, როგორიც შენს სადღეგრძელოებში და ცეკვაშია… იცოდეთ, ცემის და დაჭერის კი არა, სიკვდილისაც კი აღარ მეშინია“- ბუკა პეტრიაშვილი

როგორც პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ცემის და დაჭერის კი არა, სიკვდილისაც კი აღარ ეშინია.

„ჩემ ოჯახს არ აკლია გასაჭირი, ისევე როგორც სხვას, და რომ დაუმატებთ უარესია… ჩემი ოჯახი არაფრით განსხვავდება სხვებისგან დღეს, ჩემი ძმაც არ განსხვავდება არაფრით სხვისი ძმისგან“ – ნათია ბუნტურის ძმა, რომელიც გუშინ პოლიციამ დააკავა თავისუფალია

მსახიობი და ტელეწამყვანი ნათია ბუნტური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ვიდეო: „ეს არ არის უსუსურობის ტირილი, მე ვარ მედგრად… დამიჭერენ, დამიჭირონ, მცემენ, მცემონ – მე ყველანაირი სცენარისთვის ვარ მზად!“ – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს „ფორმულას“ ეთერით ეხმაურება.