„რომ ძალადობით ვერ შეაჩერებ თავისუფლების წყურვილს ქართველთა...რომ უტიფრობა მასვე ჩაძირავს, ვინც რუსთა ჭაობში ცდილობს კვლავ ჩვენს დაბრუნებას“ - ნიაზ დიასამიძე
არჩილ გორდულაძე: რამდენიმე დღის განმავლობაში ვხედავთ, ნიღბებით აღჭურვილ ადამიანებს, რომლებიც ქუჩა-ქუჩა დაძრწიან და ადამიანებზე ძალადობენ. პოლიცია ყველაფერს აკეთებს და ცდილობს, როგორმე მათთან კონტაქტში არ შევიდეს, რადგან ისევ და ისევ პროვოკაციის მიზნით არ იქნეს გამოყენებული პოლიციელებთან კონტაქტი
თბილისის მერია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ ავიდნენ ნაძვის ხის კონსტრუქციაზე.
როგორც მერია განმარტავს, პარლამენტის შენობის მიმდებარედ დადგმული ნაძვის ხის კონსტრუქციის მონტაჟი არ არის საბოლოოდ დასრულებული, სწორედ, ამიტომ ის არ არ არის უსაფრთხო.
„გაცნობებთ, რომ დედაქალაქში დაწყებული წინასაახალწლო სამუშაოების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგა ნაძვის ხის კონსტრუქცია, რომლის მონტაჟიც არ არის საბოლოოდ დასრულებული და არ არის უსაფრთხო.
მოვუწოდებთ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, არავითარ შემთხვევაში არ ავიდნენ აღნიშნულ კონსტრუქციაზე, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი დღეს დაიწყო და სამუშაოები კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება”, - წერია განცხადებაში, რომელსაც თბილისის მერია ავრცელებს.
მისი თქმით, გუშინ „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტი, თუ ვინმეს შეიძლება აწყობდეს, აწყობს მხოლოდ საქართველოს და მისი სტაბილურობის მტრებს, ვისაც უნდა, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს პოლარიზება მოქალაქეებში.