„დიახ, დგას მიტინგზე, დიახ, მეც ვდგავარ მიტინგზე, ჩემი ოჯახის ყველა წევრი და ვებრძვით უსამართლობას. ანდრო რომც არ წავიდეს მიტინგზე, ვეტყვი, რომ წავიდეს, იმიტომ, რომ სხვისი ხელით ამ საქმის გაკეთება არ შეიძლება“...
მოქალაქეები მეცხრე დღეა აპროტესტებენ 28 ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ.
სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების ნაწილმა გუშინ ღამით, დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორთან, სადაც მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე გადაიყვანეს, აქციაც გამართა.