LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოება

განათლების სამინისტრო

განათლების სამინისტრო: „კონკრეტული პირები ზეწოლას ახდენენ სკოლებზე – იჭრებიან საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე და მოუწოდებენ დირექციას, მასწავლებლებს და მოსწავლეებს გაფიცვისკენ, აღვივებენ შუღლს ახალგაზრდებს შორის“

„მიუღებელია კონკრეტული პირების მიერ სასწავლო პროცესის ჩაშლის მიზანმიმართული მცდელობა, ისევე, როგორც ბავშვების ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში“.
გიორგი ხუბუა

გიორგი ხუბუა: „უნივერსიტეტი აკადემიური დაწესებულებაა, რომელიც მისი მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე თვისობრივად აპოლიტიკური ორგანიზაციაა და ის ორიენტირებულია ახალგაზრდებისთვის მაღალი ხარისხის განათლების გადაცემაზე“

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ნებისმიერ სტუდენტს აქვს არჩევანის თავისუფლება, თავისი გადასაწყვეტია დაესწრება ლექციას თუ გავა აქციაზე“ - ამბობს KIU-ს რექტორი.

საკონსტიტუციო სასამართლომ 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტისა და 30 პოლიტიკოსის სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო – განჩინება გადასინჯვას არ ექვემდებარება

განჩინება, რომელიც სასამართლოს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა, საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ლანა ღოღობერიძე

ლანა ღოღობერიძე: „ყოველწუთიერად ვნანობ, რომ არ ვარ 70-ის ან თუნდაც 80-ის და ამიტომ ვერ ვდგავარ თქვენ გვერდით, განსაკუთრებით, იმ გრძელთმიანი ბიჭის გვერდით, რომელსაც ასფალტზე დავარდნილს, ის რობოკოპები თავში ფეხს ურტყამდნენ! ეს კადრი კიდევ ერთ სიმბოლოდ დარჩება ჩვენს სისხლიან ისტორიას“

„დღეს საქართველოს ყველა მოქალაქის ადგილი ქუჩაშია“.
ინგოროყვას კლინიკა

„პაციენტი მიღებულია სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობით“ – როგორია აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა

აქციაზე დაშავებული ახალგაზრდა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.

საპატრიარქო: აქციებში არასრულწლოვანთა ჩართვის წაქეზებისკენ მოწოდებული განცხადებები, მით უმეტეს, პრეზიდენტისგან, შემაშფოთებელია – პასუხისმგებლობას მოკლებულია განცხადება, რომ სამართალდამცავები ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ არიან

„მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და სხვა პირებს, რომ ამ დაძაბულ დღეებში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თითოეულ სიტყვას“
კლინიკა

აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის მამიდა: „ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ თვალის ბუდის შეშუპების გამო დასრულება ვერ შეძლეს, რეანიმაციულ განყოფილებაშია ღია ჭრილობით, აქვს ტვინის დაზიანება, დამსხვრეული აქვს ძვალი“

„იმყოფება პოსტოპერაციულ მდგომარეობაში... ხელოვნურად დააძინეს დილამდე, დინამიკაში ნახავენ, შეძლებენ თუ არა ოპერაციის გაგრძელებას“ - წერს ეკა თირქია.
დოდი ხარხელი

აქტივისტ დოდი ხარხელის სახლში პოლიციაა მობილიზებული – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში

„ფორტუნა“ მეტი დეტალის გარკვევას შსს-თან დაკავშირებას ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
შავნაბადა

ანსამბლი „შავნაბადა“ – „მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობას და სოლიდარობას ვუცხადებთ დაზარალებულებს, ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის გადადება, დროებით შეჩერება, თუ ნებისმიერი სხვა ფორმით ხელის შეშლა, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას“

„ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობით მხარდაჭერილი ისტორიული არჩევანია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციითაა განმტკიცებული“.
აქცია

„კომაშია, ახლა მთელმა საქართველომ მისი გადარჩენისთვის უნდა ვილოცოთ“ – გავრცელებული ინფორმაციით, გასულ ღამეს, აქციაზე დაშავებული 22 წლის ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზეა

არსებული ინფორმაციით, აქციის დროს დაშავებული ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული.

„სპეცრაზმელმა ჩამომაგლიჯა საყურე… მაქვს ტვინის შერყევა, ნეკნისა და ყბის არეში ტკივილი… ერთი ბიჭს გონების დაკარგვის ეპიზოდებიც ჰქონდა და ამის მიუხედავად წიხლებს კიდევ ურტყამდნენ“ – დომენიკ მანგო დაკავების დეტალებს იხსენებს

დომენიკ მანგო ამბობს, რომ სპეცრაზმელები მას გამეტებით ურტყამდნენ.

„არხი მიკერძოებულია, დაეთმოს ეთერი საჯარო დისკუსიებს“ – საზმაუს 57 თანამშრომლის საერთო განცხადება

განცხადებას ხელს საზოგადოებრივი მაუწყებლის 58 თანამშრომელი აწერს, მათ შორის წამყვანები ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.

ვიდეო: რა თქვა სინამდვილეში ემიგრანტებზე თამრიკო ჭოხონელიძემ და რა მიმართვას აქვეყნებს მომღერალი: თქვენ შორის, სამწუხაროდ, გამოერია ისეთი არაერთი ემიგრანტიც, რომელიც უბრალოდ პროპაგანდირებს რუსეთს და ნერვებს უშლის აქ ადამიანებს… მივმართე მათ, რომ გაჩუმდით-მეთქი…“

არაფერს ვიტყვი, არც თავს ვიმართლებ, ძალიან მართალი ვარ, მით უმეტეს, თქვენ წინაშე.
ემიგრანტების განცხადება

ქართველი ემიგრანტები – „მოვუწოდებთ დემოკრატიულ სამყაროს, არ დაუშვან საქართველოში რუსეთის ახალი ჰიბრიდული ანექსიის პროექტის წარმატება! – დაუწესონ ეფექტური სანქციები ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს!“

„ვაფიქსირებთ ჩვენს მხარდაჭერასა და სოლიდარობას ჩვენი ძმებისა და დების - საქართველოს მოქალაქეების მიმართ“