LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოც. ქსელები

გიორგი ქინქლაძე: „წარმატება ყოველთვის არ არის მოგება, ეს არის ის, თუ როგორ გამოჩნდები და იბრძოლებ, მხოლოდ ერთ თამაშში ამ შესანიშნავმა ბავშვებმა საქართველო გააცნეს მსოფლიოს, გულშემატკივრებს მოგიწოდებთ, არ გააკრიტიკოთ, არამედ იზეიმოთ ეს მომენტი“

ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველ თამაშს ეხმაურება.

„არ ინერვიულოთ, კარგად ვართ… არ ვიცი ვინ ხართ, მაგრამ გენაცვალეთ თქვენს ქართველობაში“ – ვინ არის უცნობი მამაკაცი, რომელიც თურქი გულშემატკივრების სექტორში საქართველოს დროშას აფრიალებდა

გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი და ისტორიული მატჩი კვლავაც განხილვის თემაა. 

„სადებიუტო მატჩი ვეცადეთ ჩვენი გულშემატკივრებისთის მიგვეძღვნა, მთელი გული ჩავდეთ. ახლა ყველაზე მთავარია შეცდომები გავაანალიზოთ და საუკეთესოდ მოვემზადოთ ჩეხეთთან თამაშისთვის“ – გიორგი ქოჩორაშვილის მიმართვა გულშემატკივრებს

„სადებიუტო მატჩი ევროპის ჩემპიონატზე ვეცადეთ ჩვენი გულშემატკივრებისთის მიგვეძღვნა, მთელი გული ჩავდეთ“ - ამის შესახებ გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში წერს და გუშინდელი მატჩიდან ფოტოებს ავრცელებს.

„თამო, ჩემო ტკივილო და სამუდამო სევდავ, დღეს 27 წელი შეგისრულდებოდა მტარვალს რომ არ გამოესალმებინე სიცოცხლეს“ – რას წერს თამარ ბაჩალიაშვილის დედა

„23 წელი გვაბედნიერებდი და ოთხი წელია განადგურებული ვართ მე და მამაშენი“ - ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა სოციალურ ქსელში წერს.

„ეს შედეგი თითოეული იმ ადამიანის პასუხისმგებლობაა, ვინც ათრია, შეურაცხყოფა მიაყენა, გული ატკინა ჩვენს ფეხბურთელებს“ – ხათუნა ჟორდანია

„იმის მაგივრად, რომ მოვუფრთხილდეთ, ხელისგულზე ვატაროთ, ჩვენი ნიჭიერი სპორტსმენები, გამუდმებულ ფსიქოლოგიურ ტერორში გვყავს  - „რატომ არ გამოხატა აზრი?“ „არ დააფიქსირა სწორი პოზიცია“, „არ ამოიღო ხმა”, „ნწ, ნწ ვის უჭერს მხარს?“ და ა. შ“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ხათუნა ჟორდანია წერს და საქართველო-თურქეთის გუშინდელ მატჩს ეხმაურება.

ვიდეო: „ოქრო ხარ“, „ყველაზე მაგარი კაცი“, „გული ხარ ქოჩორ“ – გიორგი ქოჩორაშვილმა ქართველ გულშემატკივარს, ისტორიული მატჩის მაისური აჩუქა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი თურქეთთან გამართა

ირაკლი კობახიძე: მადლობა ბიჭებს ღირსეული თამაშისთვის – დღეს პირველ ქულამდე მხოლოდ იღბალი დაგვაკლდა, ყველაფერი წინაა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს.

ისტორიული მატჩის მოლოდინში – სალომე შარვაძე დორტმუნდიდან ძმებ არველეძეებთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

მსახიობი, სალომე შარვაძე სოციალურ ქსელში თავის გამომწერებს გერმანიაში, კერძოდ კი დორტმუნდში გადაღებულ ფოტოებს უზიარებს.

„ძალიან რთულია, იყო ქრისტეს მღვდელი… ამ გზაზე ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ თქვენ მაძლევდით ძალას, რომ უკან არასოდეს დამეხია და ღვთის წიაღში მთელი არსებით მემსახურა“ – მამა შალვა კეკელია დღეს იუბილარია

„ღმერთმა შემაძლებინოს, სიწმინდით და პატიოსანი მღვდლობით დავიხარჯო თქვენთვის“ - ამის შესახებ მამა შალვა კეკელია „ინსტაგრამში“ წერს და საზოგადოებას მადლობას უხდის.

გოგა ჩანადირი საქართველოს ნაკრებს მიმართავს: „არავინ გთხოვთ ზედმეტს. ისედაც ბევრი გააკეთეთ. ახლა, უბრალოდ, თავი მაღლა ასწიეთ და გაილაღეთ!..“

თქვენ უკან სრულიად საქართველოა. თქვენ უკან ქართული ფეხბურთის დიადი წარსულია. თქვენ მარტონი არ ხართ.

ნინო თარხნიშვილი: „დღეს 4 წელი გავიდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან..დღევანდელ დღეს ეს ბიჭი ალბათ განსაკუთრებული ემოციით დაელოდებოდა, ვინ იცის, იქნებ თავადაც ყოფილიყო იმ ნაკრების წევრი, რომელიც დღეს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს“

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან 4 წელი გავიდა

ოთო გიორგაძე: „რამდენიმე თვის წინ, თითქმის შეუძლებელი იყო პროგნოზი, კვლავ შევძლებდი თუ არა, ამ გუნდთან ერთად ისევ აქტიურად ყოფნას… მადლობა ფეხბურთს, ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს, ფეხბურთში ჩართულ იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ყოველდღიურად ვმუშაობ…“

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, სპორტული ჟურნალისტი ოთო გიორგაძე მძიმე დღეებზე წერს, როდესაც მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა.